ამერიკის შეერთებული შტატების მთავარმა დიპლომატმა, მაიკ პომპეომ, მოუწოდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს, რომ წინ აღუდგნენ ჩაგვრას, რომელიც ჩინეთის მხრიდან მოდის. პომპეოს თქმით, დროა, ამ ქვეყნებმა გადახედონ სავაჭრო ხელშეკრულებებს და მათ საქმიან ურთიერთობებს ჩინეთთან.
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ეს განცხადება "ასეანის", სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN), საგარეო საქმეთა მინისტრებთან საუბრის დროს გააკეთა. პომპეომ მინისტრებს უთხრა, რომ მათ შეუძლიათ იმედი ჰქონდეთ რეგიონში ამერიკის დახმარებაზე.
ასევე ნახეთ: ამერიკა ჩინეთიდან 7 პროდუქტის შემოტანას ბლოკავს"დღეს ვამბობ, რომ უნდა განაგრძოთ მუშაობა. არა მხოლოდ ისაუბროთ, არამედ იმოქმედოთ კიდეც", თქვა პომპეომ. "გადახედეთ საქმიან შეთანხმებებს, რომლებიც [ჩინეთის] სახელმწიფოს მიერ კუთვნილ კომპანიებთანაა დადებული და რომლებიც ASEAN-ის ქვეყნებს მუდმივად ჩაგრავს სამხრეთ ჩინეთის ზღვის ტერიტორიაზე. არ მისცეთ ჩინეთს უფლება გადაგვიაროს ჩვენ და ჩვენს ხალხს".
"ასეანის" წევრი ქვეყნები ამბობენ, რომ არ სურთ რომელიმე მხარე დაიჭირონ ამერიკა-ჩინეთს შორის არსებულ დაძაბულობაში. საუბარია სამხედრო გადაადგილებებზე, რომელიც სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ორივე მხრიდან ხდება და ამერიკა-ჩინეთს შორის დაძაბულობის მიზეზია.
ასევე ნახეთ: ჩინეთი ამერიკული მედიის ჟურნალისტებს ვიზებს აღარ უახლებსჩინეთის წარმომადგენელმა ოთხშაბათს თქვა, რომ შეერთებული შტატები სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე ერევა და მის მილიტარიზაციას უწყობს ხელს. განცხადება "ასეანის" ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთდა.
ჩინეთი აცხადებს, რომ ისტორიული სუვერენიტეტი აქვს წყლის მიმდებარე ტერიტორიაზე. თუმცა, მისი მეზობლები და ამერიკის შეერთებული შტატები ამბობენ, რომ ჩინეთის მტკიცებას არ აქვს რაიმე საფუძველი. ჩინეთის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ არცერთი საერთაშორისო კანონი, მათ შორის, არც 1982 წელს მიღებული გაერთიანებული ერების კონვენცია ზღვების კანონთან დაკავშირებით, არ ამბობს, რომ ეს ტერიტორიები ჩინეთისაა.