პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი ამბობს, რომ შესაძლოა საზღვრის კრიზისი მომდევნო პერიოდში გაღრმავდეს. მორავეცკის არ დაუკონკრეტებია, თუ რაზე დაყრდნობით საუბრობდა თუმცა აღნიშნა, რომ ეს პროცესები შესაძლოა „რაღაც გაცილებით უარესის“ საწინდარი გახდეს.
პრემიერ-მინისტრის განცხადების პარალელურად, პოლონელი მესაზღვრეები ამბობენ, რომ მიგრანტები საზღვარზე ბელარუსელებს მიჰყავთ.
ბელარუსის მისამართით კრიტიკის ტონს ამკაცრებს ევროკავშირიც. მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს მიაჩნიათ, რომ ლუკაშენკოს რეჟიმს, დევნილები ახლო აღმოსავლეთიდან ბელარუსში ჩაჰყავს, შემდეგ კი მათ პოლონეთის მიმართულებით გზავნის. ევროკავშირში ამბობენ, რომ ამ გზით ლუკაშენკო ევროკავშირის სანქციებს პასუხს სცემს, სანქციებს, რომელიც დასავლეთმა ბელარუსს არასამართლიანი არჩევნებისა და შელახული ადამიანის უფლებებისთვის დააკისრა.
Your browser doesn’t support HTML5
რამდენიმეთვიანი კრიტიკის შემდეგ და გასულ კვირებში დაძაბულობის ფონზე, მინსკმა საზღვარზე მიგრანტთა ბანაკის აღება დაიწყო. ბელარუსი მიგრანტების ნაწილს უკან სამშობლოში აბრუნებს.
პოლონეთსა და ლიტვაში ამბობენ, რომ მათ საზღვრებზე მიგრანტთა რაოდენობა მცირდება.