დასავლეთ პოლონეთში განთავსებულ მიგრანტთა დაკავების ცენტრში, მიგრანტების ჯგუფმა ამბოხება მოაწყო. ისინი უკეთეს პირობებს და გერმანიასა ან ერაყში გადაყვანას ითხოვენ. აღნიშნულის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მაჩიეჟ ვასიკმა განაცხადა.
ათასობით მიგრანტი, ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარზე რჩება. ბრიუსელი მინსკს ბრალს დებს კრიზისის ხელოვნურად შექმნაში და აცხადებს, რომ ბელარუსი იყენებს მიგრანტებს, ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ.
ისინი, ვინც პოლონეთის საზღვრის გადაკვეთა მოახერხა, დაკავების ცენტრებში არიან განთავსებული და ელიან გადაწვეტილებას იმის თაობაზე, მისცემენ თუ არა მათ პოლონეთში დარჩენის უფლებას. ერთ-ერთი ასეთი ცენტრი, დასავლეთ პოლონეთის ქალაქ ვედრჟინშია.
ასევე ნახეთ: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას ევროკავშირის სანქციები უნდა მოჰყვეს - მერკელი„გუშინ ჩვენ ვიხილეთ ის, რასაც შეიძლება აჯანყება ვუწოდოთ. ასამდე მიგრანტმა შენობების დანგრევა სცადა, სადაც ისინი ცხოვრობენ, ჩაამტვრიეს ფანჯრები... დაამტვრიეს სკამები, ლოგინები, და ისინი თავისუფლებას და უკეთეს პირობებს ითხოვენ“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა და თქვა, რომ სიტუაცია მალევე მოექცა კონტროლის ქვეშ.
ამასთან, ლიეტუვა განიხილავს ბელარუსთან სასაზღვრო პუნქტების დახურვას. ვილნიუსი აცხადებს, რომ გრძელდება ბელარუსიდან მიგრანტების საზღვარზე ჩუმად გადაყვანა, მათ შორის სატვირთო მანქანების გამოყენებით.
ასევე ნახეთ: უფლებადამცველი ორგანიზაცია პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე მიგრანტთა მდგომარეობას აფასებს„ჩვენ გადავწყვიტეთ უფრო აქტიური შემოწმება ჩავატაროთ იმ ტრანსპორტისა, რომელიც ლიეტუვაში შემოდის“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, აგნე ბილოტაიტემ.
ლიეტუვა აცხადებს, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარზე 15,000 მიგრანტი რჩება, აქედან დაახლოებით 2000, ლიეტუვა-ბელარუსის საზღვარზე იმყოფება.
პარასკევს, ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მიგრანტებს მიმართა და თქვა, რომ მინსკი მათ სახლში დაბრუნებაში დაეხმარება, თუმცა ამას არ დააძალებს.