კრემლმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ “აბრამსის” ნებისმიერი ტანკი, რომლსაც შეერთებული შტატები უკრაინას მიაწოდებს "დაიწვება" და რომ ეს მხოლოდ ძვირადღირებული უგუნური ნაბიჯი იქნება.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა სამშაბათს „როიტერს“ განუცხადეს, რომ ვაშინგტონი მზად არის უკრაინაში გაგზავნოს ათობით საბრძოლო ტანკი „M1 აბრამსი“, რაც მანამდე გაკეთებული საჯარო განცხადებების შეტრიალება იყო. ვაშინგტონმა ეს გადაწყვეტილება მას შემდევ მიიღო, რაც გერმანიამ მზადყოფნა გამოთქვა, რომ უკრაინაში „ლეოპარდის“ ტიპის ტანკებს გაგზავნიდა და სხვა ქვეყნებსაც მისცემდა იგივე ნაბიჯის გადადგმის საშუალებას. თვეების მანძილზე გერმანია უკრაინისთვის ტანკების მიცემაზე ყოყმანობდა და ნატოს სხვა მოკავშირეებს, რომლებსაც გერმანული ტანკები აქვთ, მათ რე-ექსპორტზე უარს ეუბნებოდა.
ასევე ნახეთ: გერმანული მწარმოებელი მზად არის უკრაინას 139 "ლეოპარდი" მიაწოდოსჟურნალისტებთან ყოველდღიურ ბრიფინგზე კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ „აბრამსების“ გაგზავნა ჯერ არ დადასტურებულა, ისინი ფულის ფუჭად ხარჯვა იქნებოდა.
"დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ ექსპერტს ესმის ამ იდეის აბსურდულობა. გეგმა ტექნიკურად დამღუპველია", - თქვა მან.
"მაგრამ უპირველეს ყოვლისა, გადაჭარბებულია პოტენციალის შეფასება, რომლის დამატებაც ამ ტანკებს შეუძლიათ უკრაინის არმიისთვის. ეს ტანკებიც ისევე იწვიან, როგორც ყველა სხვა", - დასძინა მან.
კიევი თვეების განმავლობაში ითხოვდა დასავლურ ტანკებს, რომლებიც აუცილებლად სჭირდება იმისთვის, რომ საკუთარ ძალებს მეტი მობილურობა, მეტი დაცვა და იმის შესაძლებლობა შესძინონ, რომ გაარღვიონ რუსეთის თავდაცვითი ხაზები და დაიბრუნონ ოკუპირებული ტერიტორიები აღმოსავლეთში და სამხრეთში.