საფრანგეთი აცხადებს, რომ შეერთებული შტატებიდან და ავსტრალიიდან ელჩები გამოიძახა. აღნიშნული უკავშირდება ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის და ავსტრალიის შეთანხმებას სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში თანამშრომლობის ფარგლებში, ბირთვული წყალქვეშა ნავების შესყიდვის თაობაზე.
“რესპუბლიკის პრეზიდენტის მოთხოვნით, მე გადავწყვიტე ორი ელჩის დაუყოვნებლივ გამოწვევა შეერთებული შტატებიდან და ავსტრალიიდან პარიზში კონსულტაციებისთვის”, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე-დრიენმა. ლე-დრიენმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი ამ სამი ქვეყნის ახალ შეთანხმებას უკავშირდება.
ასევე ნახეთ: "ზურგში დანის ჩარტყმა" - პარიზის რეაქცია ვაშინგტონის ნაბიჯზეᲡაფრანგეთის უკმაყოფილების მიზეზი ის გახდა, რომ მას 2016 წელს, უკვე მიღწეული ჰქონდა 40 მილიარდი დოლარის გარიგება ავსტრალიასთან, კანბერისთვის ტრადიციული წყალქვეშა ნავების გადაცემაზე. თუმცა16 სექტემბერს, შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიას შორის მიღწეული შეთანხმებით, კანბერა ბირთვულ წყალქვეშა ნავებს ვაშინგტონისა და ლონდონის დახმარებით შეისყიდის.
საფრანგეთში აცხადებენ, რომ შეერთებულ შტატებს მათთან კონსულტაციები არ გაუვლია. პარიზში შეთანხმება შეაფასეს, როგორც "ზურგში დანის ჩარტყმა".
ასევე ნახეთ: პეკინი და პარიზი აკრიტიკებენ აშშ-ის ბირთვულ გარიგებას ბრიტანეთთან და ავსტრალიასთან2016 წელს, ავსტრალიამ ფრანგული გემთმშენებელი კომპანია „ნავალ გრუპი“ შეარჩია, რათა ამ უკანასკნელს მისთვის წყალქვეშა ნავების ფლოტი განეახლებინა. ორი კვირის წინ, ავსტრალიის თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრებმა, პარიზს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს რომ შეთანხმება ძალაში იყო.
ვაშინგტონის, ლონდონის და კანბერას გადაწვეტილების თაობაზე ინფორმაცია 16 სექტემბერს გავრცელდა, ცოტა ხნით ადრე, სანამ ევროკავშირი მისი ინდოეთ-წყნარი ოკეანის აუზის სტრატეგიას გაასაჯაროებდა.