დღეს პაკისტანის არმიის კოლონაზე თავდასხმა მოხდა. ავღანეთის მოსაზღვრე რეგიონში, ჩრდილოეთ ვაზირისტანში მომხდარ ინციდენტში, სულ ცოტა, ორი ჯარისკაცი დაიღუპა.
ოფიციალური ინფორმაციით, კოლონას "ტერორისტებმა ცეცხლი ახლომდებარე მთებიდან გაუხსნეს". თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია თალიბანმა აიღო და განაცხადა, რომ ინციდენტში 6 ჯარისკაცი დაიჭრა.
ვაზირისტანში ეს უკვე მეორე თავდასხმაა, რომელიც დეკემბრის თვეში განხორციელდა. ორივეს სამიზნე უსაფრთხოების ძალები იყო.
პაკისტანის თალიბანი დიდი ხანია თავს ჩრდილოეთ ვაზირისტანს აფარებს. ის იერიშებს საზღვრის ორივე მხარეს ახორციელებს, როგორც პაკისტანში, ასევე ავღანეთში. ბოლო ათ წელიწადში მათი იერიშებში დაღუპულთა რაოდენობა ათობით ათას ადამიანს ითვლის.