ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბანისგან გათავისუფლებულმა წყვილმა შვილებთან ერთად პაკისტანი დატოვა


წყვილმა, რომელიც ტერორისტული დაჯგუფება თალიბანის ტყვეობაში 5 წლის განმავლობაში იმყოფებოდა, პაკისტანი დღეს შვილებთან ერთად დატოვა. ისინი ბრიტანეთში გაემგზავრნენ. ამერიკელი კაიტლინ კოლმანი და მისი კანადელი მეუღლე ჯოშუა ბოილი სამ ბავშვთან ერთად გუშინ, ამერიკული დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით მომზადებული საგანგებო ოპერაციის შედეგად პაკისტანელმა ჯარისკაცებმა დაიხსნეს ტყვეობიდან. ოპერაცია ავღანეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე ჩატარდა.

წყვილი ავღანეთში, 2012 წელს გაუჩინარდა. ავღანეთში ბაზირებულმა დაჯგუფება „თალიბანმა“ მოგვიანებით მათ გატაცებაზე პასუხისმგებლობა აიღო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG