რესპუბლიკელები დათმობას არ აპირებენ
უკვე მესამე დღეა რაც, შეერთებული შტატების მთავრობის მუშაობა ნაწილობრივ პარალიზებულია. თუმცა როგორ მოგვარდება პოლიტიკური კრიზისი - ამის ნიშნები ჯერ არ ჩანს. კონსერვატულად განწყობილი რესპუბლიკელები კონგრესში „ობამაქეარის“ დროებით შეჩერებას ან მის საერთოდ გაუქმებას მოითხოვენ მანამდე ვიდრე ახალი ბიუჯეტის კანონი დამტკიცდება. პრეზიდენტი ობამა კანონმდებლებს უცხადებს, რომ სამთავრობო კრიზისი დეფოლტს გამოიწვევს, რასაც შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოყვეს.
გვიან საღამოს, გუშინ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თეთრ სახლში რესპუბლიკური პარტიის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანს სამთავრობო კრიზისის დაძლევის გზებზე შეთანხმება წარმოადგენდა. თუმცა ერთსაათიანი შეხვედრის ბოლოს მხარეებმა ობამას საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის შესახებ კონსესუსს ვერ მიაღწიეს.
რესპუბლიკელების სპიკერმა ჯონ ბეინერმა დემოკრატები მოლაპარაკების ჩაშლაში დაადანაშაულა.
ჯონ ბეინერი: ამერიკელები ხელისუფლების წარმომადგენლებისგან პრობლემის მოგვარებას ელოდებიან, განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად შეთანხმების მოლოდინში არიან. თუმცა პრეზიდენტმა რესპუბლიკელებს განუცხადა რომ დათმობაზე წასვლას არ აპირებს.
დემოკრატების ლიდერმა ჰარი რიდმა თავის იმედგაცრუება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ რესპუბლიკელებს არ სურთ ბიუჯეტის პროექტის განხილვა, და მარტო იმის მომხრე არიან, რომ მთავრობის მუშაობის მხოლოდ დროებითი აღდგენასთან დაკავშირებით იქნას ზომები მიღებული.
ჰარი რიდი: სამთავრობო დავალიანება სახეზეა, თუმცა ბეინერს მთავრობის სრულფასოვანი მუშაობის მხოლოდ დროებითი აღდგენა სურს, მე მეგონა, რომ ისინი გრძელვადიანი საბიუჯეტო კრიზისის შესახებ იყვნენ შეშფოთებული, ჩვენ მათ განვუცხადეთ, რომ ჩვენი პოზიციაც ასეთი იყო და გვსურდა ამაზე გვემსჯელა.
ამ შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ „ სი- ენ -ბი -სის“ არხს განუცხადა, რომ ყველანაირი გზით შეეცადა რესპუბლიკელებთან შეთანხმება მიეღწია, თუმცა უშედეგოდ. მისი თქმით, სხვა სამთავრობო ხარჯების გადავადება კანონმდებლებს საშუალებას მისცემდა რომ ბიუჯეტის მთლიან პროექტზე მუშაობა გაეგრძელებინათ.
ბარაკ ობამა: მოდით მივიღოთ ბიუჯეტი, რომელიც ხალხს გრძელვადიანი პერსპექტივაში საკუთარი გეგმების განხორციელების საშუალებას მისცემს, ჩვენ კი ფისკალურ პრობლემებს გონივრულად, მიზნობრივად განვკარგავდით, ამაში საყოველთაო დაზღვევის პროგრამის საკითხის მოგვარებაც შედის.
ობამამ ასევე განაცხადა, რომ სამთავრობო კრიზისი ნებისმიერ მომენტში დასრულდება, როგორც კი ბეინერი, რომელიც წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების ლიდერია, გამოთქვამს სურვილს რომ კენჭი ეყაროს მთავრობის მუშაობის სრულფასოვან აღდგენას არსებული საბიუჯეტო პირობების გათვალისწინებით.
ბარაკ ობამა: და თუკი კონგრესი უყრის კენჭს და კანონს დაამტკიცებენ, მაშინ დავალიანება დროულად დაიფარება და ამერიკას აღარ დაემუქრება დეფოლტის საშიშროება, რისი ნიშნებიც უკვე გაჩნდა. მე განწყობილი ვარ რომ გაიმართოს შედეგის მომტანი, მოლაპარაკებები რომელიც დაგროვილ უამრავ საკითხს შეეხება
თუმცა ობამამ ასევე მიანიშნა ისიც, რომ ზოგიერთი რესპუბლიკელი მზად არის რომ ამერიკის ისტორიაში პირველად ქვეყანა თავისი დაგროვილი დავალიანების გამო დეფოლტის წინაშე აღმოჩნდეს. არ ითვალისწინებენ მოსალოდნელ შედეგებს, და ეს იმის ხარჯზე ხდება რომ არ სურთ საყოველთაო დაზღვევის პაკეტის მიღება, რაც უკვე კონგრესის მიერ იქნა დამტკიცებული და კონსტიტუციურადაც აღიარებულია.
ბარაკ ობამა: რა თქმა უნდა ის რესპუბლიკელების ქმედების გამო გაბრაზებული ვარ, რადგან ის რაც ხდება, ქვეყანას არ წაადგება.
პრეზიდენტ ობამას სურვილია, რომ სამთავრობო ხარჯების გადავადების საკითხი 17 ოქტომბრამდე გადაწყდეს. ის აცხადებს, რომ თუკი სამთავრობო კრიზისი დროში გაიწელა, ის ამერიკის ეკონომიკას კატასტროფულ შედეგებამდე მიიყვანს.