გენ. მდივანი ლიდერებს დალოდებას თხოვს


დღეს, გაეროს ისნპექტორებმა მისიის მესამე დღე დაასრულეს.
ბან კი-მუნის განცხადებით, ინსპექტორებმა სირიაში ორი კვირა დაჰყვეს და კვლევის შედეგებს პირადად მას მოახსენებენ. გაეროს გენერალურმა მდივანმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას-დაელოდონ გამოძიების შედეგებს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ სათანადო გადაწყვეტილება.
„დიპლომატიას უნდა მიეცეს შანსი“ სიტუაცია განმუხტოს-განაცხადა ბან კიმუნმა.

პრეზიდენტ ობამას სირიასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა ადმინისტრაციასთან ერთად მას ღრმად სწამს, რომ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე პასუხისმგებელი სირიის მთავრობაა. ობამა აცხადებს, რომ ის ვინც საერთაშორისო ნორმებს შელახავს, ანგარიშვალდებულება უნდა დაეკისროს.

გუშინ, ბარაკ ობამამ ერთერთ სატელევიზიო არხზე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ სირიაზე ნებისიმიერი სამხედრო იერიში შეზღუდული იქნება და მას პრეზიდენტ ასადისთვის გზავნილის ფუნქცია დაეკისრება. „ასადმა უნდა იცოდეს, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება არავის მიეტევება“-განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

პოლიტიკის საკითხებში ექსპერტის ჯოელ რუბინის განცხადებით, ვაშინგტონი სამხედრო შეტევასთან დაკავშირებით საერთაშორისო მხარდაჭერას დაელოდება;

„არ არის გამორიცხული ადმინისტრაცია გაეროს და საერთაშორისო დონეზე ლეგიტიმაციას დაელოდოს. თუმცა ამის 100 პროცენტიანი გარანტია მაინც არ არსებობს“,

დღეს ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი სირიის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის საგანგებო სესიას ხვდება. ვაშინგტონი და თეთრი სახლი კონგრესის წევრებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტზე დაზვერვის მასალებზე მსჯელობს.

სირია კვლავ უარყოფს ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს.