სირიაში სნაიპერების მიერ გაეროს მანქანაზე მიტანილი იერიშის გამო ორგანიზაციის მიერ დამასკოში მივლენილმა ინსპექტორებმა დღეს მუშაობის განახლება ვერ შეძლეს. გაეროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ინციდენტის შეფასების შემდეგ გადაწყდა, რომ ორგანიზაციის თანამშრომლებმა უსაფრთხოების და სათანადო მომზადების მიზნით, ოთხშაბათამდე უნდა მოიცადონ. სნაიპერთა შეტევაში, ისევე როგორც ქიმიური იარაღის გამოყენებაში, სირიის ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს ადანაშაულებს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, დევიდ კამერონმა პარლამენტის წევრები შვებულებიდან გამოიძახა, რათა ხუთშაბათს სირიის საკითხებზე იმსჯელონ და გადაწყვიტონ, თუ როგორ უნდა გაეცეს პასუხი სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს. საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ ცნობებს, რომ შეერთებული შტატები დასავლეთის სხვა ძალებთან ერთად სირიაზე ლიმიტირებულ, მიზნობრივ იერიშს ამზადებს. სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვალიდ ალ-მოალემმა დღეს განაცხადა, რომ სირია თავს ნებისმიერი შეტევისგან დაიცავს და რომ საჰაერო იერიში სირიაზე, თუკი ასეთი რამ მოხდა, მხოლოდ ისრაელის და ალ-ყაიდას ინტერესებში იქნება.