ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდასხმა გაეროს ინსპექტორებზე


ვინაობადაუდგენელმა სნაიპერმა გაეროს ქიმიური იარაღის ინსპექტორთა მანქანას ესროლა

ამერიკის შეერთებული შტატების ცნობით, დამასკოში ვინაობადაუდგენელმა სნაიპერმა გაეროს ქიმიური იარაღის ინსპექტორთა მანქანას ესროლა.
სირიაში მივლენილი გაეროს გუნდი ცდილობს დაადგინოს ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევა, რომელიც გასულ კვირას დამასკოს გარეუბანში-გუთაში მოხდა.
მეამბოხეები და აქტივისტები ამბობენ, რომ ქიმიური იარაღი სამთავრობო ძალებმა გამოიყენეს და შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა. მთავრობა ამ ბრალდებებს უარყოფს და თავის მხრივ, ქიმიური იარაღის გამოყენებას მეამბოხეებს აბრალებს.
ამ ფონზე, ამერიკის თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეიგელი აცხადებს, რომ პენტაგონი მზად არის სირიის კონფლიქტში ჩაებას თუკი ამ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი ბარაკ ობამა მიიღებს.
XS
SM
MD
LG