საერთაშორისო ორგანიზაციის „ექიმები საზღვრებს გარეშე“ შაბათს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დამასკოს საავადმყოფოებში დაახლოებით 3 600 პაციენტი მიიღეს, რომელთაც ნეიროტოქსინების შემცველი ქიმიური აგენტით მოწამლვის სიმპტომები აღენიშნებოდათ. მათ შორის იყო კრუნჩხვები, კანკალი, მხედველობის დაბინდვა და ასე შემდეგ. ორგანიზაციის განცხადებით, პაციენტთა დაახლოებით 10 პროცენტი გარდაიცვალა.
შეერთებული შტატები ვერ უგულველყოფს ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევებს და ასობით ათასი სირიელის მოწამლვის შესახებ მიღებულ ინფორმაციას, აცხადებს კონგრესმენი ელიოტ ენგლი. დემოკრატი კანონმდებელი წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მსახურებს.
კონგრესმენს მიაჩნია, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა იმოქმედოს, „და თან ძალიან სწრაფად“. აღნიშნული განცხადება დემოკრატმა კონგრესმენმა ტელეკომპანია „ფოქსის“ კვირის საინფორმაციო გამოშვებაში გააკეთა. მასთან ერთად პროგრამაში მონაწილეობას იღებდა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, რესპუბლიკელი სენატორი ბობ კორკერი. ისიც დარწმუნებულია, რომ ქიმიური იარაღი სირიაში დანამდვილებით გამოიყენეს, რაზეც შეერთებულმა შტატებმა რეაგირება „ქირურგიული ჩარევის გზით“ უნდა მოახდინოს. თუმცა, კანონმდებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კონგრესში და სენატში სირიაში არმიის გაგზავნას და სახმელეთო ოპერაციების დაწყებას არავინ ითხოვს.
კონგრესმენ ენგლის აზრით, სარაკეტო იერიში უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა. „შესაძლებელია ასადის ასაფრენი ბილიკების აფეთქება, ამით მას ამუნიციის და საწვავის მიღების გზას მოუსპობ. თუ მოვინდომებთ, სირიის ავიაციის განადგურებაც არის შესაძლებელი“ - აცხადებს დემოკრატი კონგრესმენი და ხაზს იმასაც უსვამს, რომ რეჟიმის შეცვლა, საბოლოო ჯამში, მხოლოდ და მხოლოდ სირიელი ხალხის გადაწყვეტილება უნდა იყოს.
წარმომადგენელთა პალატის ერთ-ერთი წამყვანი დემოკრატი ითხოვს, რომ შეერთებული შტატების კონგრესი მაქსიმალურად იყოს ჩართული სირიასთან დაკავშირებით ამერიკის მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში.
კონგრესმენ ენგლის თქმით, რა თქმა უნდა, ეს წინ არ უნდა უსწრებდეს პრეზიდენტის განკარგულებებს, არამედ კონგრესმენების აგვისტოს ბოლოს სამუშაო ადგილებზე დაბრუნების შემდეგ, გადაწყვეტილების კონგრესში დამტკიცება უნდა მოხდეს.
„ისეთი გადაწყვეტილების იმედი მაქვს, რომელიც ჩვენი საგარეო პოლიტიკიდან გადახვევა არ იქნება და სახმელეთო ოპერაციებში უპირატესობის მოპოვების საშუალებას სირიის ოპოზიციურ ჯგუფებს მიანიჭებს“ - აღნიშნავს რესპუბლიკელი სენატორი ბობ კორკერი.
პარალელურად, შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტი სირიას მიუახლოვდა. თავდაცვის მდივანი, ჩაკ ჰეიგელი აცხადებს, რომ ამერიკის შეიარაღებული ძალები მზად არის პრეზიდენტ ობამას ნებისმიერი განკარგულება შეასრულოს. დასავლეთის მთავრობის ხელმძღვანელებს, რომელთაც ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტები დაგმეს, შაბათს ირანის ახალი პრეზიდენტი, ჰასან როჰანიც შეუერთდა. მას არცერთი მხარე არ დაუდანაშაულებია, თუმცა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა „ნებისმიერ ღონეს მიმართონ, რათა მსგავსი იარაღის გამოყენება ნებისმიერ ქვეყანაში შეუძლებელი გახდეს, მით უმეტეს სირიაში“.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევების გადამოწმებას შეუდგა. თუმცა, გაეროს ინსპექტორების კუთვნილი ავტომანქანა ორშაბათს დამასკოს აღმოსავლეთ ნაწილში სნაიპერთა სამიზნე გახდა, რის გამოც ქიმიური იარაღის გამოყენების შესწავლა დროებით შეჩერდა. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა.
დაპირისპირებული მხარეები ტოქსიკური იარაღის გამოყენებას ერთმანეთს აბრალებენ. პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქიმიური იარაღი ამბოხებულებმა, ე.წ. „შეიარაღებულმა ტერორისტებმა“ გამოიყენეს. ოპოზიცია კი ამტკიცებს, რომ ასადის რეჟიმი როგორც ყოველთვის, მსოფლიოს ატყუებს და მას მცდარ ინფორმაციას აწვდის.
გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი მუნის მიერ სამხრეთ კორეის დედაქალაქში გაკეთებული განცხადების მიხედვით, დამტკიცების შემთხვევაში, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებას შესაძლოა „კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის“ კვალიფიკაცია მიეცეს. გაეროს წარმომადგენლები არაფერს ამბობენ იმის შესახებ, თუ ვინ გამოიყენა ქიმიური იარაღი. ისინი ყველა მხარეს თანამშრომლობას სთხოვენ, რათა „ინსპექტორების ჯგუფს უსაფრთხოდ მუშაობის საშუალება მიეცეს“.