ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესმენები ობამასთან კონსულტაციას ითხოვენ


სირიაში სამხედრო მოქმედებების დაწყებისთვის კონგრესმენები ობამას მოუწოდებენ რომ კონგრესს თანხმობის მოთხოვნით მიმართოს

ზოგიერთი ამერიკელი კანონმდებელი პრეზიდენტ ბარაკ ობამას მოუწოდებს, რომ კონგრესის თანხმობა მიიღოს ვიდრე სირიაში ნებისმიერ სამხედრო ქმედებას განახორციელებს. ეს ნაბიჯი პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხო რეაქცია იქნება. თეთრი სახლის პრეს მდივანი ჯეი კარნი აცხადებს, რომ პრეზიდენტი ბარაკ ობამა უკვე ატარებს კონსულტაციებს სენატის და წარმომადგენელთა პალატის ლიდერებთან, თუმცა იმის შესახებ არაფერი უთქვამს მიმართავს თუ არა კონგრესს ნებართვის მისაღებად, რომ ადგილზე პოტენციური სამხედრო ქმედებები დაიწყოს. ამერიკის ხმის კორესპონდენტი სინდი სეინი ვაშინგტონიდან მოგვითხრობს.


რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენების ნაწილი უკმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სირიაში შეზღუდული სამხედრო მანევრები შესაძლოა კონგრესის თანხმობის გარეშე დაიწყოს. ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ილეანა როს-ლეთინენი საუბრობს, რომელიც ფლორიდის შტატში რესპუბლიკელების წარმომადგენელია.


ილეანა როს-ლათინენი: მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია რომ პრეზიდენტი ობამა მოვიდეს კონგრესში, მოითხოვს კონგრესის თანხმობა სირიაში სამხედრო მოქმედებების ჩასატარებლად, მოისმინოს მათი აზრი, თანახმა არის თუ არა კონგრესი რომ პრეზიდენტს ამ გადაწყვეტილებაში მხარი დაუჭიროს თუ არა, და შემდეგ კონგრესის გადაწყვეტილების შესაბამისად იმოქმედოს. ძველი ომების შემთხვევაში სწორედ ასე მოიქცა პრეზიდენტი ბუში.


თუმცა კონგრესმენი ქალბატონი ეჭვობს, რომ ასე მოხდება.


ილეანა როს-ლათინენი: მე მგონია, რომ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმა მალე მოხდება, და ვფიქრობ რომ პრეზიდენტი კონგრესს ამის შესახებ მხოლოდ მაშინ შეატყობინებს როდესაც სარაკეტო დარტყმამდე 20 წუთი იქნება დარჩენილი. დაახლოვებით ასე მოხდება.


დემოკრატების წარმომადგენელი ბარბარა ლი კალიფორნიიდან ამბობს, რომ სირიის კრიზისი სამხედრო ძალით ვერ მოგვარდება. მან კონგრესს მოუწოდა უფრო აქტიურად განიხილოს ეს საკითხი, მანამდე ვიდრე სარაკეტო დარტყმები დაიწყება.


კონგრესის თანხმობის მიღების საკითხზე ზეწოლასთან დაკავშირებით თეთრი სახლის პრეს სპიკერმა ჯეი კარნიმ სამშაბათს მიანიშნა, რომ პრეზიდენტის კონსულტაცია კონგრესის ლიდერებთან საკმარისია.


ჯეი კარნი: პრეზიდენტი მოქმედებს პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, რაც კონგრესთან კონსულტაციაში გამოიხატება. ეს პროცესი ახლა მიმდინარეობს.


რესპუბლიკელი კონგრესმენი სკოტ რიჯელი ვირჯინიის შტატიდან დანარჩენ წევრებს მიმართავს ხელი მოაწერონ ბარაკ ობამას მიმართვის წერილს, რომ შეკრიბოს კონგრესი და სამხედრო ქმედებებისთვის თანხმობა მოითხოვოს. ამერიკის კონგრესი მომავალი ორი-სამი კვირის განმავლობაში შვებულებაში იქნება. რიჯელი და მისი კოლეგები ომის რეზოლუციას იშველიებენ, სადაც საუბარია იმაზე, რომ სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე 60 დღის განმავლობაში კონგრესის ნებართვის მიღებაა საჭირო. თუმცა წარსულში ეს მუხლი რესპუბლიკელი და დემოკრატი პრეზიდენტებისგან მაინც იგნორირებული იყო.


წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რესპუბლიკელი ჯონ ბოენერი მოუწოდებს პრეზიდენტს, რომ კონგრესთან მის მიერ შემუშავებული რეალური ვარიანტები განიხილოს.


კონგრესის რამდენიმე წარმომადგენელი სირიაში შეზღუდული სამხედრო ქმედებების განხორციელებას მხარს უჭერს. მათ შორის არის სენატორი ჯონ მაკეინი და ლინდსი გრაჰამი, რომელიც პრეზიდენტს იმის გამო აკრიტიკებდა, რომ სირიის საკითხთან დაკავშირებით პასიურად მოქმედებდა.
XS
SM
MD
LG