ობამა საზოგადოებას და კონგრესს მიმართავს

სამშაბათს, 28 იანვარს ამერიკელი ლიდერი წარმომადგენელთა პალატის დარბაზში მიბრძანდა და კონგრესისა და სენატის წევრებს მიესალმა. თუმცა მისი გამოსვლა უმთავრესად კონგრესის ფარგლებს გარეთ მყოფ აუდიტორიას -მილიონობით მერიკელს ეხებოდა, რომელიც პრეზიდენტის მიმართვას მოუთმენლად ტელევიზორის წინ ელოდა.

ბარაკ ობამამ ყოველწლიური მოხსენება ამერიკული საზოგადოებისა და კონგრესის გაერთიანებული სხდომის წინაშე წაიკითხა. მოხსენებაში, რომელიც პრეზიდენტის მეორე საპრეზიდენტო ვადის შუალედში გაკეთდა, პრეზიდენტმა წარმოადგინა ერთგვარი სამოქმედო გეგმა, და ისაუბრა გაუმჯობესებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზეც. აღსანიშნავია, რომ ბარაკ ობამას უწევს მუშაობა დაბალი საზოგადოებრივი რეიტინგის ფონზე და ურთიერთობა იდეოლოგიურად დაპირისპირებულ კონგრესთან, რომელიც ხშირად მის ინიციატივებს აფერხებს.

პრეზიდენტი 2014 წელს მოქმედების წელიწადად აცხადებს, ამბობს, რომ გაზრდის მინიმალურ ხელფასს, მოუმატებს მთავრობის მოხელეებს ანაზღაურებას და ამით შეამცირებს მდიდრებსა და დაბალშემოსავლიანებს შორის არსებულ მზარდ სხვაობას.

საგარეო პოლიტიკიდან-უკრაინა, სირია, ავღანეთი, ირანის თემები გაჟღერდა. ობამამ აღნიშნა, რომ ამერიკა ერთგულია პრინციპისა, რომ უკრაინაში ყველას აქვს თავისუფლად და მშვიდობიანად გამოხატვის უფლება და საკუთარი მომავლის განსაზღვრაში მონაწილეობა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყნის შიგნით მისი პოლიტიკა ოჯახებს დაეხმარება, მცირე ბიზნესს თანამშრომლებს შემატებს და კაპიტალს გაუზრდის მათ.

ხაზგასმული იყო საიმიგრაციო რეფორმის აუცილებლობა მათთვის ვინც ქვეყანაში უსაბუთოდ ცხოვრობს.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საიმიგრაციო რეფორმა ეკონომიკას წაახალისებს და დეფიციტს, შემდეგი 20 წლის განმავლობაში ტრილიონით შეამცირებს.

სირიაზე საუბრისას, პრეზიდენტმა გამოხატა მზაობა გვერდში დაუდგეს ოპოზიციას, რომელიც ტერორისტებთან არ არის კავშირში. ქიმიური იარაღის განადგურება და თეირანის მიერ ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმა ამერიკელმა ლიდერმა დიპლომატიური ძალისხმევისა და სანქციების წარმატებას დაუკავშირა. ავღანეთში კი სახეცვილი ჩართულობა და წლის ბოლომდე ამერიკული ჯარების გამოყვანის პირობა დადო.

გამოახმაურება მოჰყვა პრეზიდენტის განცხადებას, რომ მან, როგორც ქვეყნის პირველმა პირმა, კონგრესის დაყოვნების შემთხვევაში შესაძლოა საკანონმდებლო ორგანოს ნებართვის გარეშე იმოქმედოს.

რესპუბლიკელი კონგრესმენი ქეთი მაქმორის-როჯერსი, რომელმაც რესპუბლიკური პარტიის რეაქცია გააჟღერა, აღნიშნა:

"იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი რეალური მოქმედების მიზნით ითანამშრომლებს კონგრესთან და ადამიანებს დაეხმარება მათთვის სირთულეების, უპრეცედენტო ხარჯების, მაღალი გადასახადებისა და უმუშევრობის შეთავაზების ნაცვლად".