ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა კონგრესის წინაშე გამოსვლას გეგმავს


State of the Union
State of the Union
სამშაბათს საღამოს, კონგრესისადმი მიმართვაში, პრეზიდენტი ობამა ყურადღებას გაამახვილებს ქვეყნის უღარიბესი და უმდიდრესი მოქალაქეების შემოსავლებს შორის უზარმაზარ განსხვავებაზე.

გასული წლის კონგრესისადმი მიმართვის შემდეგ, პრეზიდენტმა დღემდე ვერ დაარწმუნა კანონმდებლები, თანხმობა მიეცათ მინიმალური ხელფასის გაზრდაზე. ბატონი ობამა ამ სამშაბათსაც იგივეს მოსთხოვს კანონმდებლებს და საჯაროდ გამოაცხადებს საკუთარ გეგმას ხელი მოაწეროს საპრეზიდენტო ბრძანებულებას მინიმალური ხელფასის გაზრდის შესახებ იმ მუშაკების და კომპანიებისთვის, რომლებიც ახალ კონტრაქტებს გააფორმებენ ფედერალურ მთავრობასთან.

ეს ბრძანებულება, რომელიც კონტრაქტორების მინიმალურ ხელფასს 7.25 დოლარიდან 10.10 დოლარამდე გაზრდის, ერთ-ერთია იმ ბევრი ბრძანებულებიდან, რომელთა ხელმოწერასაც პრეზიდენტი ობამა ამ წელს გეგმავს საკუთარი სტრატეგიის ფარგლებში კანონის ძალა მიანიჭოს საკუთარ პრიორიტეტებს კონგრესის მიერ დამტკიცების გარეშე, რომელიც მკვეთრად არის გაყოფილი რესპუბლიკელებით დომინირებულ წარმომადგენელთა პალატასა და დემოკრატებით დომინირებულ სენატს შორის.

ბატონი ობამა ასევე მოუწოდებს კონგრესს, დაამტკიცოს საიმიგრაციო რეფორმის ღონისძიება, რომელიც სენატმა გასულ წელს მიიღო. კონსერვატიული კანონმდებლების მწვავე წინააღმდეგობის გამო, კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში შეფერხდა, თუმცა შეინიშნება რესპუბლიკელთა ლიდერებს შორის ამ კანონპროექტისადმი მზარდი მხარდაჭერა.
XS
SM
MD
LG