ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელების 83%-ს კონგრესი არ მოსწონს


მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა იზრდება, ამერიკელების დიდი ნაწილი მაინც უარყოფითად აფასებს ქვეყნის წინსვლას

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:18 0:00
ბმული
ვაშინგტონში პოლიტიკოსები მიჩვეული არიან საზოგადოებრივ გამოკითხვებში დაბალ მაჩვენებლებს, მაგრამ უკანასკნელი გამოკითხვები მათთვის შეიძლება შეშფოთების მიზეზი იყოს. როგორ აფასებენ ამერიკელები საკუთარ მთავრობას, ჩვენი სიუჟეტი დეტალებით.

გამოკითხვების შედეგები გამაოგნებლად უარყოფითია. გაზეთ „უოლ სტრიტ ჯორნალისა“ და ტელეკომპანია „ენ-ბი-სი-ს“ მიერ ჩატარებულმა ერთობლივმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელების 83 პროცენტს არ მოსწონს კონგრესის საქმიანობა. ერთობლივი გამოკითხვის ისტორიაში ეს უარყოფითი შეფასების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

პრეზიდენტ ბარაკ ობამას საქმიანობა ამერიკელების 45 პროცენტს მოსწონს. ეს იგივე მაჩვენებალია, რაც ჯორჯ ბუშს ჰქოდნდა პრეზიდენტობის მეორე ვადის დასაწყისში.

ამერიკელების მხოლოდ 29 პროცენტს მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. ეს მონაცემი შარშან 41 პროცენტი იყო.

ეროვნული მასშტაბით ჩატარებული რამდენიმე სხვადასხვა გამოკითხვა მსგავს უარყოფით შედეგებს ასახავს. ეს კი, პოლიტიკური მიმომხილველების აზრით, პრეზიდენტსა და კონგრესში წარმოდგენილ ორ პარტიაზე პირდაპირ აისახება.

ჩარლი კუკი „ნეშნალ ჯორნალის“ პოლიტიკური მიმომხილველია. ის ამბობს, რომ პრეზიდენტის დაბალმა რეიტინგმა შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს დემოკრატიული პარტიის შედეგებზე 2014 წლის შუალედური არჩევნების დროს.

„ცხადია, პრეზიდენტის რეიტინგს თვალი უნდა ვადევნოთ. შუალედური არჩევნები ჩვეულებრივ, პრეზიდენტის საქმიანობის რეფერენდუმს ჰგავს. იანვრის შემდეგ ობამას რეიტინგი სამ-ოთხ კვირაში ერთხელ ერთი ნიშნულით ვარდება.“

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა იზრდება, ამერიკელების დიდი ნაწილი მაინც უარყოფითად აფასებს ქვეყნის წინსვლას. ისინი განსაკუთრებით სკეპტიკურად უდგებიან უმუშევრობის მაჩვენებელს და მომავალი ცოხოვრების ხარისხს.

პრეზიდენტმა ობამამ ამერიკის მასშტაბით მოსახლეობასთან შეხვედრების კამპანია დაიწყო. ის ცდილობს ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარება ვაშინგტონში პარტიებს შორის თანამშრომლობის ნაკლებობას და განსაკუთრებით კი, რესპუბლიკელებს დააბრალოს.

მისი თქმით, „ქვეყნის დროის გაფლანგვა იმით, რომ როგორმე 40 ხმა მოაგროვონ იმისთვის, რომ ჯანდაცვის რეფორმა გააუქმონ, არ არის უმუშევრობის დასაძლევად მიმართული ძალისხმევა.“

გადაბრალებას არც რესპუბლიკელები ერიდებიან. მათ შორისაა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ჯონ ბეინერი:

„ჩვენ აქ მხოლოდ სალაპარაკოდ არ ვართ მოსული. კონგრესში რესპუბლიკელები მუშაობას უწყვეტად აგრძელებენ.“

სტივ ბელი ვაშინგტონში დაფუძნებული ორპარტიული პოლიტიკის ცენტრის ანალიტიკოსია. ის ამბობს, რომ პრეზიდენტს ძალიან უჭირს საზოგადოებას მისი საქმიანობის დადებითი მხარეები დაანახოს და მათ ამერიკის განვითარებაზე ჩამოყალიბებული უარყოფითი შეხედულებები შეუცვალოს:

„ჩემი აზრით, ის აცნობიერებს, რომ ამერიკელებს იმედები გაუცრუვდათ და სადღაც, ეშინიათ კიდეც. ქვეყნის მოსახლეობის 2/3ს მიაჩნია, რომ ამერიკა არასწორი მიმართულებით მიდის და ქვეყანას გამოსწორების გზაზე დადგომა ჯერ არ ეტყობა.“

ამ დროისთვის არსებული საზოგადოებრივი შეხედულებები შეიძლება შეიცვალოს სექტემბერში, როცა კონგრესი საზაფხული არდადეგებიდან უკან დაბრუნდება. ერთ-ერთი ყველაზე მწვავე განხილვა, რომელიც კონგრესში უნდა შედგეს ქბვეყნის ბიუჯეტისა და დანახარჯების კონტროლის თემა იქნება.
XS
SM
MD
LG