ჯაშუშობის ბრალდებით, ნორვეგიამ ქვეყნიდან 15 რუსი დიპლომატი გააძევა

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი, 13 აპრილი, 2023 წელი 

ნორვეგია ქვეყნიდან რუს აგენტებს აძევებს. ამჯერად ოსლომ, მოსკოვს მოუწოდა გაიყვანოს ნორვეგიიდან, რუსეთის საელჩოს 15 თანამშრომელი, რომლებიც დაზვერვის ოფიცრები არიან.

ნორვეგიის სამართალდამცავი უწყებების ცნობით, ყველა ეს პირი დიპლომატიური პოზიციის საფარქვეშ მოქმედებდა. კრემლი ამბობს, რომ ამ ნაბიჯს უპასუხოდ არ დატოვებს.

ასევე ნახეთ: საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის საქმე და მისი შედეგები

ამჟამად ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, 40-მდე რუსი დიპლომატია აკრედიტირებული. შესაბამისად გაძევებულთა რაოდენობა მესამედზე მეტს შეადგენს.

„მათი საქმიანობა საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანას,“ - თქვა ჟურნალისტებთან საუბრის დროს ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჯაშუშობის ბრალდებით ნორვეგია ქვეყნიდან რუს დიპლომატებს აძევებს. 2022 წლის აპრილში ნორვეგიის მთავრობამ 3 რუსი დიპლომატი გააძევა.

მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ჯაშუშობაში ბრალდებული რუსი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევა ესტონეთმა, ნიდერლანდებმა და ავსტრიამ.

Your browser doesn’t support HTML5

"გემების მკვლელი" თვითმფრინავი და ნორვეგიის როლი ევროპის უსაფრთხოებაში