ეკონომიკის დარგში 2020 წლის ნობელის პრემია ორ ამერიკელ ეკონომისტს გადაეცა. შვედეთის სამეცნიერო აკადემიის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელები წელს პოლ მილგრომი და რობერტ უილსონი გახდნენ.
პრიზი მათ აუქციონების თეორიის სრულყოფის და აუქციონების ახალი ფორმატების შექმნისთვის მიიღეს. "აუქციონის ახალი ფორმატები კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მარტივი კვლევით ისეთი გამოგონებების მიღწევა, რომლებიც საზოგადოების კეთილდღეობას ემსახურება", - ნათქვამია შვედეთის სამეცნიერო აკადემიის განცხადებაში.
ასევე ნახეთ: ნობელის პრემია ქიმიაში ორ ქალს გადაეცა"აუქციონები ყველგანაა და გავლენას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე ახდენს. ამ წლის ეკონომიკურ მეცნიერებათა ლაურეატებმა, პოლ მილგრომმა და რობერტ უოტსონმა, სრულყვეს აუქციონის თეორია და გამოიგონეს აუქციონის ახალი ფორმატები, რომლითაც მოიგებენ გამყიდველები, მყიდველები და გადასახადის გადამხდელები მთელ მსოფლიოში", - წერია ნობელის პრემიის ოფიციალურ "ტვიტერის" გვერდზე.
ასევე ნახეთ: ნობელის პრემია მშვიდობის დარგში მსოფლიო სურსათის პროგრამამ მიიღოამით დასრულდა წლევანდელი ნობელიანტების გამოცხადების პროცესი. ნობელის პრემია ეკონომიკურ მეცნიერებათა დარგში ბოლოა სულ 6 საერთაშორისო ჯილდოს შორის, რომელსაც შვედეთის სამეცნიერო აკადემია ყოველწლიურად გასცემს.
წლევანდელი ცერემონია კოვიდ-19-ის პანდემიის გამო აღარ გაიმართება. ინფიცირების გავრცელების პრევენციის მიზნით, დეკემბრის საზეიმო გალა წელს ონლაინ გამართული ციფრული ღონისძიებებით ჩანაცვლდება.