ამერიკაში მომუშავე სამ აკადემიკოსს, ეკონომიკის დარგში, ნობელის პრემია მიენიჭა. მათი ვინაობა ორშაბათს გამოცხადდა. ეს სამი მკვლევარი კოლონიზაციის შემდგომ პერიოდს იკვლევდა იმის განსასაზღვრად, თუ რატომ და როგორ გრძელდება გლობალური უთანასწორობა დღესაც, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებში, სადაც კორუფცია და დიქტატურაა.
ასევე ნახეთ: მშვიდობის დარგში ნობელის პრემია ატომურ ბომბს გადარჩენილთა იაპონურ ორგანიზაციას მიენიჭაშვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემია ამბობს, რომ სამმა აკადემოკოსმა - ბრიტანელ-ამერიკელმა საიმონ ჯონსონმა და ჯეიმს რობინსონმა, ასევე, თურქმა ამერიკელმა დარონ აჩემოღლუმ, პრემია მათი კვლევებისთვის მიიღეს, რომლებშიც სწავლობდნენ ინსტიტუტების ფორმირებას, მუშაობას და იმას, თუ როგორ გავლენას ახდენს ეს კეთილდღეობაზე.
"შემოსავლებს შორის უდიდესი განსხვავების შემცირება ჩვენი დროის უდიდესი გამოწვევაა", - თქვა იაკობ სვენსონმა, ეკონომიკურ მეცნიერებებში ნობელის პრემიის კომიტეტის ხელმძღვანელმა.
ამ ჯილდოს მფლობელთა დასახელებამდე ერთი დღით ადრე, მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც, მსოფლიოს 26 ყველაზე ღარიბ ქვეყანას, სადაც მსოფლიოს უღარიბესი მოსახლეობის 40% ცხოვრობს, ახლა იმაზე მეტი ვალი აქვს, ვიდრე ოდესმე, - 2006 წლიდან მოყოლებული.
ეკონომიკის გარდა ყველა კატეგორია, მე-19 საუკუნის შვედი გამომგონებლისა და ბიზნესმენის, ალფრედ ნობელის ანდერძის საფუძველზე დაარსდა. ნობელი დინამიტის გამოგონებით გამდიდრდა. ნობელის პირველი პრემიები 1901 წელს, მისი გარდაცვალებიდან ხუთი წლის შემდეგ გაიცა. ეკონომიკის დარგში პრემია 1968 წელს, შვედეთის ცენტრალურმა ბანკმა, ნობელის ხსოვნის პატივსაცემად დააწესა. მისი პირველი ლაურეატები ნორვეგიელი რეგნარ ფრიში და ჰოლანდიელი იან ტინბერგენი იყვნენ.
ასევე ნახეთ: ჰან კანი, ლიტერატურის დარგში, ნობელის პრემიის ლაურეატია