ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მშვიდობის დარგში ნობელის პრემია ატომურ ბომბს გადარჩენილთა იაპონურ ორგანიზაციას მიენიჭა


შიგემიცუ ტანაკა, ორგანიზაცის „ნიჰონ ჰიდანკიო“ წარმომადგენელი, რომელიც 1945 წლის ნაგასაკის ატომურ დაბომბვას გადაურჩა, ტირის მას შემდეგ, რაც ეს ორგანიზაცია 2024 წლის ნობელის პრემიის ლაურეატად გამოცხადდა. 11 ოქტომბერი, 2024წ.
შიგემიცუ ტანაკა, ორგანიზაცის „ნიჰონ ჰიდანკიო“ წარმომადგენელი, რომელიც 1945 წლის ნაგასაკის ატომურ დაბომბვას გადაურჩა, ტირის მას შემდეგ, რაც ეს ორგანიზაცია 2024 წლის ნობელის პრემიის ლაურეატად გამოცხადდა. 11 ოქტომბერი, 2024წ.

1945 წელს, ჰიროსიმასა და ნაგასაკიში, აშშ-ის მიერ ატომურ დაბომბვას გადარჩენილთა იაპონური ორგანიზაცია „ნიჰონ ჰიდანკიო“, მშვიდობის დარგში 2024 წლის ნობელის პრემიის მფლობელია. ორგანიზაციამ პრიზი ბირთვული იარაღის წინააღმდეგ მიმართული აქტოვიზმისთვის დაიმსახურა.

ნობელის კომიტეტის თავმჯდომარის, იორგენ ვატნე ფრიდნესის განაცხადებით, ჯგუფმა ჯილდო იმის გამო მიიღო, რომ "ატომური იარაღის გამოყენების წინააღმდეგ არსებული ტაბუ ზეწოლის ქვეშაა". მისი თქმით, ნობელის კომიტეტს სურს პატივი სცეს ყველა გადარჩენილს, ვინც ფიზიკური ტანჯვისა და მტკივნეული მოგონებების მიუხედავად, აირჩია გამოიყენოს თავისი ძვირფასი გამოცდილება მშვიდობისთვის, იმედისა და ჩართულობისთვის.

ბირთვული განიარაღებისკენ მიმართული ძალისხმევა, ნობელის კომიტეტის ყურადღების ცენტრში წარსულშიც მოექცა. 2017 წელს, მშვიდობის დარგში პრემია ასევე მიენიჭა ბირთვული იარაღის გაუქმებსკენ მიმართულ საერთაშორისო კამპანიას. წარსულში ნობელის კომიტეტი აღნიშნავდა ბირთვული იარაღის აღმოფხვრის მცდელობებს. ხოლო 1995 წელს, ჯილდო მიიღო ჯოზეფ როტბლატმა და პუგუაშის კონფერენციამ, ”საერთაშორისო პოლიტიკაში ბირთვული იარაღის როლის შემცირების და გრძელვადიან პერსპექტივაში, მათი აღმოფხვრის ძალისხმევისთვის”.

გასულ წელს, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მფლობელი, პატიმრობაში მყოფი ირანელი აქტივისტი, ნარგეს მოჰამედი გახდა - ქალთა უფლებების, დემოკრატიისა და სიკვდილით დასჯის წინაააღმდეგ აქტიური ადვოკატირებისთვის.

ნობელის პრემიას თან ახლავს ფულადი ჯილდო, რომლის რაოდენობა 1.1 მილიონი დოლარია. გამარჯვებულებს პრიზს - ოქროს მედალს 10 დეკემბერს, საზეიმო ცერემონიაზე გადასცემენ, რის შემდეგაც გაიმართება საზეიმო მიღება. პრემია მისი დამფუძნებლის, შვედი გამომგონებლის, ალფრედ ნობელის სახელით დამკვიდრდა და სამეცნიერო, ეკონომიკისა და ლიტერატურის სფეროებში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ ითვლება.

10 ოქტომბერს, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიიის მფლობელი სამხრეთ კორეელი მწერალი ჰან კანი გახდა. ტრადიციულად, ნობელის პრემიის ლაურეატთა გამოცხადება ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში გამარჯვებულით იწყება. წელს პირველი ნობელიანტების ვინაობა 7 ოქტომბერს გახდა ცნობილი, შემდეგ, 8 ოქტომბერს გამოცხადდა ფიზიკის დარგში გამარჯვებული. 9 ოქტომბერს, ქიმიაში გამარჯვებულთა ვინაობა გახდა ცნობილი. 14 ოქტომბერს, კომიტეტი ეკონომიკის დარგში ნობელიანტებს დაასახელებს.

XS
SM
MD
LG