სამხრეთ კორეელ მწერალს, ჰანკ კანს, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა. კომიტეტმა გადაწყვეტილება დღეს, 10 ოქტომბერს, სტოკჰოლმში გამოაცხადა.
ნობელის კომიტეტმა, მწერლის შემოქმედება აღწერა როგორც მდიდარი, ღრმა, ნაზი და ამავდროულად სასტიკი.
ჰან კანი, პირველი სამხრეთ კორეელი მწერალია, რომელმაც ლიტერატურის დარგში ყველაზე პრესტიჟული პრიზი მიიღო.
ამ დარგში, სხვადასხვა დროს, პრემიის ლაურეატები ასევე გახდნენ ბობ დილანი, ტონი მორისონი და უინსტონ ჩერჩილი.
„ვეგეტარიანელი“ არის ნაწარმოები, რომლითაც ჰან კანიმ საერთაშორისო აღიარება მიიღო, 2016 წელს კი, ბუკერის პრემია მოიპოვა.
11 ოქტომბერს ნობელის კომიტეტი, მშვიდობის დარგში ლაურეატების ვინაობას გამოაქვეყნებს.
ნობელის პრემიას თან ახლავს ფულადი ჯილდო, რომლის რაოდენობა 1.1 მილიონი დოლარია. გამარჯვებულებს პრიზს - ოქროს მედალს 10 დეკემბერს, საზეიმო ცერემონიაზე გადასცემენ, რის შემდეგაც გაიმართება საზეიმო მიღება. პრემია მისი დამფუძნებლის, შვედი გამომგონებლის, ალფრედ ნობელის სახელით დამკვიდრდა და სამეცნიერო, ეკონომიკისა და ლიტერატურის სფეროებში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ ითვლება.
ტრადიციულად, ნობელის პრემიის ლაურეატთა გამოცხადება ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში გამარჯვებულით იწყება. წელს პირველი ნობელიანტების ვინაობა 7 ოქტომბერს გახდა ცნობილი, შემდეგ, 8 ოქტომბერს გამოცხადდა ფიზიკის დარგში გამარჯვებული. 9 ოქტომბერს, ქიმიაში გამარჯვებულთა ვინაობის გამოცხადების შემდეგ, სულ 3 კატეგორია დარჩა. 11 ოქტომბერს, კომიტეტი მშვიდობის დარგში და ბოლოს, 14 ოქტომბერს - ეკონომიკაში ნობელიანტებს დაასახელებს.