მაია სანდუ: მოლდოვაში ომის რისკი არ არის, სანამ უკრაინა ბრძოლას აგრძელებს

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ამბობს, რომ სანამ რუსეთის ომი უკრაინაში გრძელდება და უკრაინა შეტევას იგერიებს, მის ქვეყანაში ომის რისკი არ არსებობს. თუმცა აქვე სანდუ განმარტავს, რომ მოსკოვი აგრძელებს მოლდოვაში დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობებს.

„მოლდოვაში ომის საშიშროება არ არის, სანამ უკრაინა იბრძვის“, - თქვა მაია სანდუმ პარლამენტში გამოსვლის დროს და მოლდოველ ხალხს ერთიანობისკენ მოუწოდა, მაშინ როცა ქვეყანა ელოდება გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.

ასევე ნახეთ: „რუსეთის თავდასხმისგან მოლდოვის დაცვის საუკეთესო გზა უკრაინის დაცვაა“- დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

„მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, მოლდოვაში ახლა ომის საფრთხე არ არის. რუსული არმია ვერ შემოვა აქ სანამ უკრაინა უძლებს და აგრძელებს ბრძოლას, ამგვარად უკრაინა იცავს მოლდოვას. ჩვენ მადლობელი ვართ უკრაინელთა სიმამაცისთვის და თავისუფლების სიყვარულისთვის“, - თქვა სანდუმ.

მოლდოვა, რომლის მოსახლეობაც 2.5 მილიონი ადამიანია, უკრაინასა და რუმინეთს ესაზღვრება. ქვეყნის წინაშე ბევრი მნიშვნელოანი გამოწვევაა, მათ შორის, ენერგეტიკული კრიზისიც. მზარდია სიღარიბეც. მძიმე სოციალურ პრობლემები კიდევ უფრო გამძაფრდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

Your browser doesn’t support HTML5

რა ხდება მოლდოვაში?