ალტერნატიული ენერგიის გამოყენება აქტუალური ხდება

2030 წლისთვის ნიუ იორკი შეიძლება ქარის, წყლის და მზის ენერგიაზე დამოკიდებულ ქალაქად იქცეს
გაზის და ნავთობის მოხმარების შედეგად წარმოქმნილი გამონაბოლქვი კლიმატს მნიშვნელოვნად აბინძურებს. ამის გამო, ფინანსური დანახარჯებიც იზრდება. ეკოლოგები და ინჟინრები ახალ საგზაო რუქას სთავაზობენ მსოფლიოს ქვეყნებს, რომ განახლებადი ენერგო-წყაროების გამოყენებით საკუთარი ენერგოდამოუკიდებლობა განამტკიცონ.

სტენფორდის უნივერსიტეტის წარმომადგენელი მარკ ჯეკობსონი შეიძლება ერთადერთი სამოქალაქო ინჟინერია, რომელიც „სი-ბი-ესის“ სატელევიზიო არხზე დევიდ ლეტერმანის შოუს ესტუმრა. გადაცემაში, რომელიც ოქტომბერში გავიდა ეთერში იმ კვლევების შესახებ ისაუბრა, რომელთა თანახმადაც ქარის, წყლის და მზის ენერგიის გამოყენება შეიშლება ჩაენაცვლოს წიაღისეული ენერგიის მოხმარებას, გარდა ამ უკანასკნელის უმცირესი წილისა. თუკი პროექტი განხორციელდა, ამერიკაშიც და მსოფლიოს მასშტაბითაც დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნება. ასევე გაიზრდება გარემოს დაცვისა და ჯანმრთელობის ხარისხიც.

ჟურნალში „ენერგეტიკული პოლიტიკა“ გამოქვეყნებული გეგმის მიხედვით, ჯაკობსონი და მისი თანაავტორები კორნელის უნივერსიტეტიდან დეტალურად აღწერენ თუ 2030 წლისთვის ქალაქი ნიუ იორკი როგორ შეუძლება გარდაიქმნას ქარის, წყლის და მზის ენერგიაზე დამოკიდებულ ქალაქად. მათ დაიანგარიშეს, რომ ამის გარდა, საჭირო რაოდენობის ენერგია დარჩება ნიუ იორკის შტატში ყველა ელექტრო სატრანსპორტო საშუალებისთვის, გეგმის მიხედვით, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე ათასობით ქარის ტურბინა უნდა აშენდეს. ამას უნდა დაემატოს მზის ენერგიაზე მომუშავე სადგურების მშენებლობა სახურავებზე, სადაც ასევე ელექტრული სადგურებიც დამონტაჟდება. მთლიანად ამგვარი სადგურების მშენებლობა ანუ სახურავების სისტემა 5.5 მილიონ შენობაზეა გათვლილი. გეგმა ასევე ითვალისწინებს გეოთერმული ელექტრო სადგურების, ზღვის მოქცევის ძალის ენერგიად გადამქცევი მოწყობილობებისა და დამატებითი ჰიდრო ელექტრო სადგურების აშენებას. ამ ყველაფერისთვის ნიუ იორკის მიწის მხოლოდ 1 % იქნება გამოყენებული.

მარკ ჯეკობსონის განცხადებით, ეს ტექნოლოგიები, რომელთა გამოყენებასაც ვგეგმავთ, არის ყველაზე სუფთა, საუკეთესო, მდგრადი საშუალება საზოგადოებისთვის, რომელიც გრძელვადიანი პროექტია, იმისათვის რომ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომაროება გაუმჯობესდეს, შემცირდეს კლიმატზე გავლენა, ასევე წყლის მომწოდებელ სისტემაზე. ეს მეთოდი ასევე უზრუნველყოფს ენერგომატარებლების სტაბილურ ფასებს, რადგან საწვავი რომელსაც ისინი გამოიყენებენ, როგორიცაა ქარი და მზის ენერგია, უფასოა და რეალურად საბოლოო ჯამში მხოლოდ მოწყობილობების დამონტაჟების ხარჯს მოიცავს.

ის და მისი თანამშრომლები ამბობენ, რომ ამ პროექტთან დაკავშირებით მხოლოდ პოლიტიკური წინააღმდეგობები არსებობს.

ჯეკობსონი ამბობს, რომ არსებობს უამრავი მწარმოებელი, რომელიც ამ გეგმას უარყოფითად აფასებს იმის გამო, რომ მისგან მოგებას არ მოელიან. ამ პროექტით გამოვრიცხავთ არა მხოლოდ წიაღისეული საწვავის გამოყენებას, როგორიცაა გაზი, ქვანახშირი და ნავთობი, არამედ ბირთვულ ენერგიას და ბიო-ტექნოლოგიებსაც, ასევე ნახშირის ელექტროდსაც, ვინაიდან მათი გამოყენება ეკოლოგიური და ჯანმრთელობის თვალსაზრისით მისაღები არ არის.

ჯეკობსონი ამბობს, რომ არ მოხდება ასევე ბირთვული ენერგიის გამოყენებაც, ეს გამორიცხულია, რადგან მის მოსაპოვებლად და გასამდიდრებლად დანახარჯები საკმაოდ მაღალია. გარდა ამისა, ის ატომური იარაღის გავრცელების რისკებს შეიცავს.

აქამდე აშენებული ბირთვული რეაქტორების ერთნახევარი პროცენტი მწყობრიდან გამოვიდა, რაც სხვა ტიპის კატასტროფის საშიშროებას ქმნის. მსგავსი პრობლემები არ შეიქმნება ქარის და მზის ენერგიის გამოყენების დროს, აცხადებს ჯეკობსონი.

ჯეკობსონმა და მისმა კოლეგებმა ასევე კალიფორნიის გარდაქმნის გეგმაც შეიმუშავეს. მომავალში ისინი აპირებენ, რომ მსგავსი კვლევები ამერიკის ყველა შტატისთვის დაამუშაონ.

კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარმა ვასილის ფენაკისმა, რომელიც ეკოლოგიის ინჟინერია, საზოგადოებას მსგავსი ანალიზი წარმოუდგინა. მისი წინადადებები ჯეკობსონის ვარიანტთან შედარებით ქარზე ნაკლებად არის ფოკუსირებული და უფრო მზის ენერგიის მწარმოებელი ობიექტების მშენებლობებზეა ორიენტირებული შეერთებული შტატების ყველაზე მზიან ადგილებში. გამოყენებული იქნება მაღალი ვოლტაჟის ხაზები, რათა ენერგიის გადატანა დიდ დისტანციაზე მოხერხდეს.

ის ამბობს, რომ ჯეკობსონის პროექტი შეიძლება განხორციელდეს. თუმცა, ამატებს იმასაც, რომ შესაძლოა რთული გახდეს საზოგადოებრივი წინააღმდეგობის დაძლევა სანაპიროზე მცხოვრები ადამიანებისგან, რადგან პროექტის მიხედვით, ქარის ტურბინები სწორედ სანაპიროებზე უნდა დამონტაჟდეს.