20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბრაზილიის ქალაქ რიო დე ჟანეიროში დედამიწის მდგრადი განვითარების პირველი სამიტი გაიმართა. მას შემდეგ ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა. სიღატაკის გლობალური მაჩვენებელი თითქმის განახევრდა, სულ მოსახლეზე მინიმალური შემოსავალი გაორმაგდა და სიცოცხლის ხანგრძლივობა ოთხი წლით გაიზარდა. მსოფლიო კვლევის ინსტიტუტის პრეზიდენტი ენდრიუ სტირი ამბობს, რომ ეს დადებითი შედეგები პლანეტის ეკოლოგიას ძვირი უჯდება.
„გამონაბოლქვის გამო უკანასკნელი 20 წლის მანძილზე 3.3 მილიონი ადამიანი დაიღუპა. ყოველწლიურად 13 მილიონი ჰექტარი ტყე ნადგურდება. ეს ტერიტორია დაახლოებით ინგლისის ზომის ადგილია. ნახშირორჟანგის გამოყოფა 50 პროცენტით გაიზარდა, რის გამოც მალე დედამიწაზე ჰაერის ტემპერატურა ისტორიულ მაჩვენებლზებზე 4 ცელსიუსით მეტი იქნება.“
დღეს, მსოფლიოში 1.3 მილიარდ ადამიანს ელექტროენერგია არ აქვს. მაგრამ ეს რაოდენობა სავარაუდოდ მალე შეიცვლება, რადგანაც არსებული გათვლებით, მსოფლიოში დღეს მაცხოვრებელი 2 მილიარდი საშუალო ფენის ადამიანის ნაცვლად 2050 წელს მათი რიცხვი 5 მილიარდამდე გაიზრდება. ეს კი ელექტროფიცირების ხარისხის გაუმჯობესებას ნიშნავს. ამჟამად, 59ქვეყანაში 1200 ქვანახშირის ელექტრო სადგურის მშენებლობაა დაგეგმილი. მათი უმრავლესობა ჩინეთსა და ინდოეთში აშენდება. ეს ორი ქვეყანა კი კლიმატის ყველაზე მსხვილი დამბინძურებელია ნარშირორჟანგის გამოყოფით.
სტირი ამბობს, რომ 2012 წელს განახლებადი ენერგიის წარმოება უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში პირველად შემცირდა. თუმცა, ის იმედს იტოვებს, რომ მთავრობების მიერ განხორციელებული პოლიტიკა ამ ტენდენციას შეცვლის:
უკვე 100ზე მეტ ქვეყანას ენერგიის განახლებადი წყაროების დანერგვა აქვს დასახული. 2013 წელს უნდა დავაკვირდეთ იმას, თუ რამდენი მათგანი შეასრულებს დანაპირებს და ნამდვილად განახორციელებს შემუშავებულ პოლიტიკას და გამოიკვეთება თუ არა განახლებადი ენერგიის არსებობა ეკონომიკურად მომგებიან გადაწყვეტილებად.
კანადაში დაფუძნებული ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების კვლევითი ცენტრის დირექტორი კენ გრინი ამ მოსაზრებას არ ემხრობა:
„ჩემი აზრით, ჩვენ მალე გავხდებით პროცესის მოწმეები, რომელსაც მე „განახლებადი ენერგიის საპნის ბუშტის გახეთქვას“ ვუწოდებ. მთავრობებმა მწვანე ენერგიაში დიდძალი თანხები ჩადეს და დიდი ვალები აიღეს. ევროპისა და ამერიკის ეკონომიკას თუ შევხედავთ, რთული არაა იმის გაცნობიერება, რომ მთავრობებს მალე მოუწევთ დანახარჯების შემცირება, რაც მწვანე ენერგიის პროექტებზეც იქნება ასახული. ჩემი აზრით, მთავრობების ინვესტიციები განახლებად ენერგიაში მნიშვნელოვნად შემცირდება, კერძო სექტორი კი ამ მიმართულებაში ფულის ჩადება მოერიდება, ვინაიდან განახლებადი ენერგო-წყაროები ჯერი ისევ აუთვისებელი სფეროა.“
2012 წელს გარომ დაიწყო ინიციატივა, რომელიც 2030 წლისთვის განახლებადი რესურსების გამოყენებისა და ენერგო-ყაირათიანობის გაორმაგებას ისახავს მიზნად.
მსოფლიო ბანკი ამ ძალისხმევის ერთ-ერთი პარტნიორია. რეიჩელ კაიტი ბანკის ვიცე პრეზიდენტია მდგრადი განვითარების მიმართულებით. ის ამბობს, რომ იმისათვის, რომ ეკოლოგია შეუქცევადი ზიანის ზღვრამდე არ მივიდეს, აუცილებელის ენერგიის განახლებადი წყაროებისა და ბუნებრივი აირის ჩანაცვლება წიაღისეული რესურსებით ელექტროენერგიის საწარმოებლად.
„განვითარებად ქვეყნებში ბუნებრივი აირის რამდენიმე ძალიან დიდი საბადო იქნა აღმოჩენილი. ეს კი იმის საშუალებას იძლევა, რომ შემცირდეს ქვანახშირის მოხმარება და ელექტროენერგიის წარმოება ახლო მომავალში შედარებით მწვანე მეთოდებით დაიწყოს. ჩვენ ვნახეთ თუ რა შეუძლია გაზს. ამერიკის ეკონომიკაში ბუნებრივი აირი ყოველწლიურად მზარდ წილს იკავებს, რაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ენერგეტიკასთან დაკავშირებულ გლობალურ გეოპოლიტიკურ სურათს ცვლის.“
მეცნიერები მომავალში ექსტრემალურ ამინდს წინასწარმეტყველებენ, მათ შორის უპრეცედენტო გვალვებს, ქარიშხლებს და ტყის ხანძრებს და ამას სამეწარმეო საქმიანობას და სათბურის გაზების გამოყოფას უკავშირებენ. კაიტი კი ამბობს, რომ ექსტრემალურმა ამინდმა შეიძლება მთავრობებს უბიძგოს უფრო ფრთხილი და საპასუხისმგებლო ეკოლოგიურიად შედარებით შუფთა პოლიტიკა შეიმუშაონ.
„2013-2014 წლებში ექსტრემალური ამინდი მსოფლიოს ბევრ რეგინშია მოსალოდნელი და მისგან დაცული არავინაა. ჩემი აზრით, ამის გამო კლიმატის საკითხები პოლიტიკური განხილვების დიდი ნაწილი გახდება.“
კაიტის თქმით, ყველასათვის კარგადაა ცნობილი თუ რა არის გასაკეთებელი. ამ ეტაპზე მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო.