შეერთებული შტატების ხელისუფლება სამხრეთ კალიფორნიაში, არიზონასა და ჩრდილოეთ მექსიკაში ელექტოენერგიის მიწოდების აღდგენას ცდილობს. ამ რაიონებში ხუთ მილონზე მეტი ადამიანი დენის გარეშეა დარჩენილი.
ხელისუფლების განცხადებით, ელექტროენერგიის გათიშვა არიზონაში მდებარე ტრანსფორმატორზე მომხდარმა ინციდენტმა გამოიწვია, რომლის დროსაც კალიფორნიაში სან დიეგოს მახლობლად მდებარე სან ოფრეს ატომური ელექტროსადგურის ორი რეაქტორი გამოირთო.
ელექტროენერგია ხუთშაბათს პიკის საათის დროს გაითიშა, რამაც სატრანსპორტო მაგისტრალებზე საცობები, რადაიო და ტელემაუწყებლობის შეწყვეტა და აეროპორტების მუშაობის შეჩერება გამოიწვია.