ქალაქ ნიუ-იორკის მთავრობა, მიმდინარე კვირის ბოლომდე, მუნიციპალური სამსახურის 3000-მდე თანმაშრომლის სამსახურიდან გათავისუფლებას გეგმავს. მიზეზი კოვიდ-19-ის ვაქცინაზე უარის თქმაა. ინფორმაციას ამის შესახებ „ნიუ-იორკ თაიმსი“ ავრცელებს.
ამ გეგმის განხორციელებას წინ უსწრებს შტატ ნიუ-იორკის სამზადისი იმისთვის, რომ სხვა შტატების მსგავსად, ომიკრონის ვარიანტთან დაკავშირებული ინფიცირების კლების ფონზე, კოვიდ შეზღუდვები შეამსუბუქოს.
მოქმედი მერის წინამორბედმა, ბილ დე ბლასიომ, ქალაქის საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის, სავალდებულო ვაქცინაციის ბრძანება დეკემბერში გასცა. აუცრელი თანამაშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება, ქვეყანაში არსებული კოვიდ-პოლიტიკიკის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ზომაა.
ასევე ნახეთ: ჯანმო: მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა შემცირდა„ნიუ-იორკ თაიმსის“ ცნობით, მუნიციპალური სამსახურების თანამშრომლებს, ვაქცინაციისთვის ბოლო ვადა დღეს ეწურებათ. აქამდე აცრის დამდასტურებელი საბუთი, 3000-მდე თანამშრომელს წარდგენილი არ აქვს.
„ჩვენ ძალიან მკაფიონი უნდა ვიყოთ. თუ ადამიანები ნიუ-იორკისთვის მუშაობენ, ისინი აცრილნი უნდა იყვნენ“ - ამბობს ქალაქის მერი ერიკ ადამსი. ადამსმა მერის პოსტი იანვარში დაიკავა.
მიმდინარე კვირის დასაწყისში, მუნიციპალურ სამსახურებში დასაქმებულთა ნაწილმა, ვაქცინაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა.