ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შტატები კოვიდ-19-ის ზომების შემსუბუქებას დამოუკიდებლად იწყებენ


ამერიკის მთელ რიგ შტატებში პირბადის სავალდებულო ტარების რეგულაციას აუქმებენ. მათ შორისაა: ნიუ-ჯერსი, კონექტიკუტი, დელავერი, კალიფორნია და ორეგონი.

აღნიშნულ შტატებში მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში, იგეგმება შეზღუდვების იმ ნაწილის მოხსნა, რომლებიც შენობებში პირბადის სავალდებულო ტარებას ითვალისწინებდა. ეს ზომა კორონავირუსის გავრცელების შემცირებას და კოვიდ-19-ის პრევენციას ისახავდა მიზნად. თუმცა, ომიკრონის ვარიანტის გავრცელების შემდეგ, რომელიც გაცილებით იოლად ვრცელდება და დაავადების მწვავე ფორმებს ნაკლებად იწვევს, ამერიკის ზოგ შტატში დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ფედერალურ რეგულაციებს აღარ ელოდებიან და ნიღბის ტარების შეზღუდვებს თანდათან ხსნიან.

ომიკრონი უკან იხევს
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:51 0:00

ნიუ-ჯერსის შტატში, სადაც ინფიცირების მაჩვენებლები ბოლო ორი კვირაა სტაბილურად იკლებს, გუბერნატორმა ფილ მერფიმ განაცხადა, რომ სკოლებში პირბადის ტარება 7 მარტიდან სავალდებულო აღარ იქნება. "ამ ნაბიჯის გადადგმა პასუხისმგებლობით შეგვიძლია, კოვიდ-ინფიცირების მონაცემების კლების და ვაქცინაციის ზრდის ფონზე" - თქვა მან და იქვე ისიც დასძინა, რომ სურვილის შემთხვევაში, ინდივიდუალურ სკოლებს თუ ბაღებს რეგულაციის შემოღება თავად შეეძლებათ.

ცვლილება შესაძლოა მიანიშნებდეს იმაზე, რომ კოვიდ-19-ის მართვა და პანდემიასთან ბრძოლის მიზნით შემოღებული რეგულაციები პოლიტიკურ წყალგამყოფად ამერიკაში აღარ განიხილება, რადგან ამ შტატებს დემოკრატები მართავენ. რამდენიმე რესპუბლიკურ შტატში ნიღბის ტარების სავალდებულო წესის შემოღება გუბერნატორებმა თავიდანვე აკრძალეს. ასეთი იყო მაგალითად ფლორიდა და ტეხასი.

XS
SM
MD
LG