ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს და ისრაელს კიდევ "ბევრი წლის მანძილზე" გაუძღვება. პრემიერს კორუფციის რამდენიმე დანაშაულში ედება ბრალი.
ხუთშაბათს, ისრაელის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ ნეთანიაჰუს დაკითხვაზე დაიბარებს. გამოძიება რამდენიმე დანაშაულის გარემოებებს არკვევს. საუბარია ქრთამის აღების, ნდობის დარღვევის და გაყალბების ბრალდებებზე.
"ნუ დაუჯერებთ ამ მიმართულებას" - უთხრა ნეთანიაჰუმ ისრაელის მოქალაქეებს ხუთშაბათს საღამოს გაკეთებულ სატელევიზიო გამოსვლაში. მან ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მსგავსად, მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას "კუდიანებზე ნადირობა" უწოდა.