ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნეთანიაჰუ გაეროსთან აფრიკელი მიგრანტების შესახებ შეთანხმებას აუქმებს


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამშაბათს განაცხადა, რომ ის აუქმებს გაეროს ლტოლვილთა სააგენტოსთან გაფორმებულ შეთანხმებას, რომლითაც აფრიკელი მიგრანტების დასავლეთის ქვეყნებში გადაყვანა იგეგმებოდა.

პირველი განცხადება ნეთანიაჰუმ ორშაბათს გააკეთა, თუმცა სამშაბათს მან შეთანხმება შეაჩერა. გეგმის მიხედვით 16,000 მიგრანტის ისეთ ქვეყნებში რელოკაცია იგეგმებოდა, როგორიცაა გერმანია, იტალია და კანადა. გერმანიამ განაცხადა, რომ მსგავსი გეგმის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ქონდა.

ისრაელს დაახლოებით 35,000 ათასი აფრიკელი მიგრანტი აფარებს თავს. მათი უმეტესობა ერითრიიდან და სუდანიდანაა. ისრაელელი ლიდერები უარს აცხადებენ ისინი ლტოლვილებად სცნონ და მათ ეკონომიკურ მიგრანტებს უწოდებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG