ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნეთანიაჰუ მერკელს ირანთან დაკავშირებით აფრთხილებს


ისრაელის პრემიერ-მინისტრი ევროპულ ტურს აგრძელებს. ბენიამინ ნეთანიაჰუ ცდილობს ევროპის ლიდერები დაარწმუნოს იმაში, რომ მხარი აღარ დაუჭირონ ირანთან დადებულ ბირთვულ შეთანხმებას.

ტური ორშაბათს გერმანიაში დაიწყო, სადაც ნეთანიაჰუ კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდა. ისრაელის პრემიერმა მერკელი გააფრთხილა, რომ ირანის ჩარევა ახლო-აღმოსავლეთის პროცესებში, ევროპაში დევნილების ახალი, მასობრივი ნაკადის შედინებას გამოიწვევს.

მერკელი აცხადებს, რომ მასაც აშფოთებს ირანის ქმედებები. თუმცა, ამავე დროს, ის ირანთან დადებულ ბირთვულ შეთანხმებას იცავს, როგორც ამ ეტაპზე თეირანის ბირთვული და რეგიონული ამბიციების შემაკავებელ ერთადერთ საშუალებას.

გერმანიის ლიდერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ირანის ქმედება რეგიონში ახალ, “მორიგ, რელიგიურ ომს გამოიწვევს”, ამჯერად სირიის ტერიტორიაზე. ეს კი თავისთავად დევნილების რაოდენობას განუზომლად გაზრდის.

გერმანიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში ბოლო წლებში მილიონზე მეტი დევნილი ჩავიდა. ამ პროცესმა დასაბამი მისცა პოლიტიკურ დაპირისპირებებს, ბრიტანეთის მიერ ევროპის კავშირის დატოვებას და ულტრა მემარჯვენე პარტიების აღმავლობას ევროპის ტერიტორიაზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG