ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის პრემიერი ნეთანიაჰუ ევროპელ ლიდერებს ხვდება


ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ევროპაში ტურს მართავს. ის ცდილობს ევროპის წამყვანი ქვეყნების დარწმუნებას იმაში, რომ ირანთან ბირთვული შეთანხმება უნდა შეიცვალოს.

ნეთანიაჰუ გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს, საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ტერეზა მეის შეხვდება. ეს სამი ქვეყანა რუსეთთან, ჩინეთთან და აშშ-სთან ერთად ბირთვული შეთანხმების ხელმომწერია.

ამერიკამ გასულ თვეში ირანის ბირთვული შეთანხმების დატოვების შესახებ გადაწვეტილება მიიღო. ევროპელი მოკავშირეების განცხადებით, ისინი რჩებიან 2015 წლის ბირთვული განიარაღების შეთანხმების ნაწილად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG