ხუთშაბათს ღამით, ფლორიდის შტატიდან ისრაელმა კოსმოსური რაკეტა "ფალკონ-9" მთვარეზე გაუშვა. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სტარტს პირდაპირ ეთერში, ისრაელის აერონავტიკის ინდუსტრიის საკონტროლო ცენტრიდან ადევნებდა თვალს.
რაკეტა, რომელიც ეკიპაჟის გარეშე გაფრინდა, მთლიანად კერძო დონორებმა დააფინანსეს. მისი გაშვება 100 მილიონი დოლარი დაჯდა.
მისიას სახელად "ბერეშითი" ჰქვია, რაც ივდითზე დასაწყისს ნიშნავს. ისრაელი რიგით მე-4 ქვეყანა იქნება, რომელიც მთვარეზე დაჯდება. დედამიწის თანამგზავრზე ნამყოფია ამერიკის, რუსეთის და ჩინეთის მისიები. "ბერეშითის" დასმა მთვარეზე 11 აპრილს იგეგმება.
Facebook Forum