შეერთებულ შტატებში მყოფმა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ვიზიტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. დღეს, ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, ბენიამინ ნეთანიაჰუ სამშობლოში დაბრუნდება.
მიზეზად ღაზის სექტორში მომხდარი სარაკეტო იერიში სახელდება. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ "დამნაშავეთა იერიშს" საკადრის პასუხს გასცემენ. ისრაელის არმია მომხდარში ბრალს დაჯგუფება ჰამასს სდებს.
ხვალ, თეთრ სახლში იგეგმებოდა სადილი პრეზიდენტ ტრამპთან ერთად. შემდეგ კი, პრემიერ ნეთანიაჰუს სიტყვით უნდა მიემართა ამერიკა-ისრაელის საზოგადოებასთან ურთიერთობის კომიტეტისთვის, რომელიც ისრაელის მთავარი ლობისტი ორგანიზაციაა ვაშინგტონში.