რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი ამბობს, რომ კრემლი ყველაფერს გააკეთებს, რომ მას არ მისცეს უფლება რუსეთში დაბრუნდეს. ამერიკული ტელეარხის „სი-ბი-ეს“-ის გადაცემაში "60 წუთი" 18 ოქტომბრის ინტერვიუში, ნავალნიმ განაცხადა, რომ ის რუსეთში დაბრუნებას გეგმავს და აპირებს გააგრძელოს კორუფციასთან ბრძოლა.
ასევე ნახეთ: ევროკავშირი ნავალნის მოწამვლის გამო მოსკოვს სანქციებს უწესებსგასულ კვირას, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა ნავალნის მოწამვლაში სავარაუდო მონაწილეებს და ასევე სამსახურს, რომელიც ჩართული იყო სამხედრო ხარისხის საწამლავის მომზადებაში, სანქციები დაუწესეს. მათ შორის ალექსანდრ ბორტნიკოვს, ფედერალური უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელს, თავდაცვის მინისტრის ორ მოადგილეს, პრეზიდენტის აპარატის თანამშრომლებს და ციმბირის ფედერალური ოლქის რწმუნებულს.
სანქციები ასევე დაუწესდა, „ორგანული ქიმიის და ტექნოლოგიის კვლევის სახელმწიფო ინსტიტუტს“, რომელიც პასუხისმგებელია საბჭოთა კავშირის დროს „ნოვიჩოკის“ ნერვული აგენტის შექმნასა და განვითარებაზე.
ნავალნიმ განაცხადა, რომ საფრანგეთმა და გერმანიამ მიიღეს ზომები მოსკოვის წინააღმდეგ, თუმცა თქვა, რომ „შენიშნა“ შეერთებული შტატები არ დგამს მსგავს ნაბიჯებს და ვაშინგტონს ქმედებისკენ მოუწოდა.
ასევე ნახეთ: "ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია" ნავალნის "ნოვიჩოკით" მოწამვლას ადასტურებს„ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა და მათ შორის, პირველ რიგში შეერთებული შტატების პრეზიდენტი იყოს ქიმიური იარაღის ძალზედ მოწინააღმდეგე“, - თქვა მან.
ნავალნის თქმით, მის მოწამვლაზე პასუხისმგებელი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია. ის ამბობს, რომ, მოწამვლით პრეზიდენტ პუტინს მისი მოკვლა და სხვების შეშინება სურდა.
„ვფიქრობ პუტინმა ქიმიურ იარაღი ორი რამის გამო გამოიყენა: ჩემს მოსაკლავად და სხვების შესაშინებლად“, - თქვა მან.
კრემლის პრესსპიკერემა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ეს ბრალდებები უსაფუძვლოა.
პესკოვის თქმით, ევროკავშირის სანქციები, რომლებიც ქონების გაყინვასა და სამოგზაურო შეზღუდვას მოიცავა „რუსეთისკენ განზრახ გადადგმული არამეგობრული ნაბიჯია“. მისი თქმით, რუსეთი ამ სანქციებს უპასუხებს.
ფსიქოლოგიურ ეფექტზე საუბრისას, ნავალნიმ განაცხადა, რომ პოლიტიკოსისთვის „სიკვდილისავთის თვალის გასწორება „ძალზედ გამოსადეგია“.
„მე უფრო მეტად ადამიანური ვარ სიკვდილთან თვალის გასწორების შემდეგ“, - თქვა მან.
ასევე ნახეთ: ნავალნის გუნდის თქმით, "ნოვიჩოკი" სასტუმროში, ბოთლებში აღმოჩნდანავალნი ბერლინის საავადმყოფოდან 22 სექტემბერს გაწერეს, მას შემდეგ რაც საავადმყოფოში 32 დღე დაჰყო. ის გერმანიის მთავრობის დაცვის ქვეშაა, რადგან ისინი შიშობენ, რომ ის შეიძლება კიდევ ერთხელ გახდეს თავდასხმის სამიზნე.
ნავალნი აგვისტოში ციმბირის ქალაქ ტომსკში მოწამლეს. ის ტომსკიდან ციმბირისკენ ფრენისას ცუდად გახდა და გონება დაკარგა. რამდენიმე დღიანი მოთხოვნის შემდეგ, ექიმებმა ნავალნის გერმანიაში გადაყვანის უფლებას გასცეს. ნავალნის თქმით ის მკურნალობას აგრძელებს.