ნატოს მადრიდის სამიტამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ უკრაინისადმი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ურყევი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია და არის ერთადერთი გზა იმ მომავლისთვის, რომელსაც დასავლეთი აშენებს.
„უკრაინის მტკიცე მხარდაჭერა ერთადერთი გზაა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ევროპასა და მსოფლიოს, რომელსაც ჩვენ ავაშენებთ, ჰქონდეს მომავალი,“- ამბობს ესპანეთის პრემიერ-მინისტრი. პედრო სანჩესის თქმით, რუსეთის ომმმა უკრაინაში დასავლეთის ერთიანობა კიდევ უფრო განამტკიცა, ნატოს წევრთა რაოდენობა კი იზრდება ფინეთისა და შვედეთის ხარჯზე, რომებმაც მრავალწლიანი გადწყვეტილება შეცვალეს.
სწორედ შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანება იქნება მთავარი საკითხი ნატოს მადრიდის სამიტზე, რომელიც 28-30 ივნისს გაიმართება.
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც ამბობს, რომ ნატო გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი თავს დაესხმება ალიანსის რომელიმე წევრ სახელმწიფოს, ნატო მოქმედებაზე გადავა და სრულ ძალას გამოიყენებს თითოეული სანტიმეტრის დასაცავად.
რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჯერ კიდევ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე თქვა, რომ თუ კრემლი ნატოს წევრ სახელმწიფოზე თავდასხმას გადაწყვეტდა, ამერიკა მის დასაცავად მთელ თავის რესურსს გამოიყენებდა.
ასევე ნახეთ: თურქეთი უარზეა ნატოში ფინეთის და შვედეთის მიღებაზემზარდი საფრთხეების ფონზე დასავლეთის ქვეყნებმა ნატოს აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერება გადაწყვიტეს, რის გამოც რეგიონში საბრძოლო ხომალდები, მძიმე ტექნიკა, ავიაგამანადგურებლები და ცოცხალი ძალა გადაისროლეს.
იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ მადრიდის სამიტზე ნატოს წევრი ქვეყნების უსაფრთხოების გაზრდაზეც იმსჯელებენ, რათა „უფრო საშიშ სამყაროში“ ნატომ საკუთარი წევრი სახელმწიფოები დაიცვას.