ჰიუსტონში, შეერთებული შტატების გავლენიანი ორგანიზაციის, იარაღის ეროვნული ასოციაციის ყოველწლიური ყრილობა გაიხსნა. ამ ღონისძებაზე პოლიტიკური ლიდერები და იარაღის გავლენიანი ლობისტები იკრიბებიან. ღონისძიება განსაკუთრებული დაძაბულობის ფონზე დაიწყო, ვინაიდან სულ ცოტა ხნის წინ, ტეხასის სკოლაში არასრულწლოვანი მკვლელი შევარდა და მის მიერ გახსნილ ცეცხლს 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და სხვა წამყვანი რესპუბლიკელები 3-დღიან ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ. არსებობს მოლოდინი, რომ ყრილობის პარალელურად, გაიმართება საპროტესტო აქციებიც.
ტეხასში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, ქვეყანაში გამწვავებულია იარაღის კონტროლის თემა. ამის გამო, რამდენიმე გამომსვლელმა, ვისაც ყრილობაზე სიტყვით უნდა მიემართა იარაღის ფლობის მომხრეებისადმი, გადაწყვეტილება შეცვალა.
პრეზიდენტი ბაიდენი და დემოკრატი კანონმდებლები ცდილობენ გაამკაცრონ იარაღის ფლობასთან დაკავშირებული კანონები. თუმცა, "იარაღის ეროვნულ ასოციაციაში" ამბობენ, რომ ყურადღება უნდა გამახვილდეს ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და იარაღით ძალადობის შემთხვევების პრევენციაზე.