როგორც ჩანს, უკრაინასთან კონფლიქტში, რუსეთმა საშუალო და უმცროსი რანგის ოფიცრებს შორის, "დამანგრეველი" ზარალი განიცადა, რაც სამომავლოდ სუსტი სამხედრო ეფექტურობის პერსპექტივას ზრდის - განაცხადა დღეს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ.
„მრავალი სარწმუნო ცნობით, უკრაინაში მყოფ რუსულ ძალებში რამდენიმე ამბოხი იქნა ლოკალიზებული. ოცეულისა და ასეულების, გამოცდილი და სანდო მეთაურების ნაკლებობა შემდგომში ცუდ დისციპლინას გამოიწვევს“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ტექსტში.
უმცროსი ოფიცრების დაკარგვამ, შესაძლოა გააძლიეროს რუსეთის პრობლემები მისი სამხედრო სარდლობისა და კონტროლის მოდერნიზებაში, განაცხადა სამინისტრომ.
”ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები, რომლებიც უკრაინაში რამდენიმე დანაყოფიდან გადარჩენილთაგან აშენდება, უმცროსი ლიდერების ნაკლებობის გამო, სავარაუდოდ ნაკლებად ეფექტური იქნება” - ნათქვამია განცხადებაში.
რუსულმა ძალებმა დღეს თავდასხმა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დონბასის რეგიონის საკვანძო ქალაქ სევეროდონეცკის დასაკავებლად გააძლიერა.