არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალურმა ბანკმა 31 მარტს განაცხადა, რომ გააუქმებს ლიცენზიას, რომელიც მან გასულ წელს რუსეთის "ემ-ტი-ეს ბანკს" (MTS Bank) მიანიჭა. ბანკი თებერვალში ბრიტანეთისა და აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცა, რაც უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას მოჰყვა.
ოპერაციები ბანკის არაბეთის გაერთიანებულ საამიროების ოფისში, რომელიც ლიცენზირებულია აბუ-დაბის საამიროში, ექვსი თვით განმავლობაში შეწყდება, არაბეთის გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის ზედამხედველობის ქვეშ.
"ემ-ტი-ეს ბანკის" განცხადებაში ნათქვამია, რომ ის შეასრულებს ყველა ანგარიშსწორების ვალდებულებას მომხმარებლების წინაშე და გარანტირებული იქნება მათი თანხების უსაფრთხოება ექვსი თვის განმავლობაში.
„ეს გადაწყვეტილება მიღებულია "ემ-ტი-ეს ბანკის" ახალ სტატუსთან დაკავშირებით არსებული ვითარების განხილვის საფუძველზე და ბანკთან დაკავშირებული სანქციების რისკების გათვალისწინებით“, - ნათქვამია არაბეთის გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, ლიკვიდაციის პროცესში ფილიალს არ ექნება უფლება გახსნას ახალი ანგარიშები ან განახორციელოს ტრანზაქციები, გარდა წინა ვალდებულებების შესრულებისა, რისთვისაც მას მიეცემა უფლება გამოიყენოს ცენტრალური ბანკის გადახდის სისტემები.
ასევე ნახეთ: ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა კაცს, რომელიც ცდილობდა ჩრდილოეთ კორეის იარაღი რუსეთისთვის მიეყიდაარაბთა გაერთიანებული საემიროები, "ოპეკის" (ნავთობის ექსპორტიორ სახელმწიფოთა ორგანიზაცია) წევრია, რომელიც მოიცავს რუსეთს და ინარჩუნებს კარგ კავშირებს მოსკოვთან. მიუხედავად დასავლეთის ზეწოლისა, რათა მოხდეს რუსეთის იზოლაცია უკრაინაში შეჭრის გამო, ქვეყანა არ შეერთებია მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულ გლობალურ სანქციებს.
უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ბევრმა რუსმა, თავი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შეაფარა. აშშ-ის ოფიციალური პირები ეწვივნენ საამიროებს, რათა მარეგულირებელ ორგანოებთან, მათ შორის ცენტრალურ ბანკთან, განეხილათ სანქციების თავიდან აცილების შემთხვევების შეზღუდვის მნიშვნელობა.
ასევე ნახეთ: რუსეთი ამბობს, რომ ნავთობზე ემბარგოს თავს წარმატებით ართმევს, თუმცა მომავალი წელი რთული იქნება"ემ-ტი-ეს ბანკი" რუსეთის უმსხვილესი მობილური ოპერატორის "მობილური ტელესისტემების" ფინანსურ-ტექნიკური განყოფილება, უფრო ფართო სანქციების პაკეტში მოექცა, რომელიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის ერთი წლის თავზე გამოქვეყნდა და 200 სუბიექტსა და ფიზიკურ პირი მოიცავს.
რუსული კონგლომერატი "სისტემა" ფლობს ბანკის 42,09%-იან წილს. რუსმა მილიარდერმა ვლადიმერ ევტუშენკოვმა გასულ წელს უარი თქვა კონგლომერატის აქციების ოფიციალურ კონტროლზე, მას შემდეგ, რაც ბრიტანეთმა მას სანქციები დაუწესა და 10-პროცენტიანი წილი შვილს გადასცა.