27 იანვარს, მოსკოვის სასამართლომ პირველი განაჩენი გამოიტანა „როსკომნადზორის“ მიერ დაწესებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ შედგენილი ოქმების მიხედვით. ისინი მედიასაშუალებებს ეხება, რომლებიც რუსეთში ე.წ. უცხოეთის აგენტებად არიან მიჩნეული. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლებაა" ავრცელებს. „როსკომნადზორის“ ოქმები ეხება მედიაკორპორაცია "რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებასა" და მის პროექტებს. მედია უწყება და მისი გენერალური დირექტორი დაჯარიმდნენ, საერთო ჯამში, 1 მილიონ 100 ათასი რუბლით.
ასევე ნახეთ: რუსეთის დუმა, მთავრობისთვის მეტი ძალაუფლების მისაცემად, "უცხოეთის აგენტის" კანონს აფართოებსსასამართლომ არ გაითვალისწინა მედიაკორპორაციის ადვოკატების არგუმენტები. "რადიო თავისუფლების" ხელმძღვანელობა, რომელიც „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონმდებლობას უსამართლოდ და იურიდიულად სადავოდ მიიჩნევს, განიხილავს სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრებას. მედია უწყებაში მიაჩნიათ, რომ „როსკომნადზორის“ მოთხოვნები ზღუდავს ჟურნალისტური საქმიანობის თავისუფლებას, ნაწილობრივ კი ტექნიკურად შეუძლებელია მისი შესრულება.
29 დეკემბერს „როსკომნადზორმა“ შემოწმება ჩაატარა, რის შემდეგაც "რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებაში" გაგზავნა შეტყობინება ასობით ადმინისტრაციული ოქმის შედგენის თაობაზე. უწყების თანახმად, მათი შედგენა მარტის დამდეგს დასრულდება. ჯარიმების საერთო მოცულობამ ასობით მილიონი რუბლი შეიძლება შეადგინოს.