ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინის მოკავშირე დასავლეთს ნავალნის გამოყენებაში სდებს ბრალს


ვლადიმირ პუტინის უახლოესი მოკავშირე დასავლეთს, ნავალნის გამოყენებით, რუსეთში „დესტაბილიზაციის“ შექმნის მცდელობაში სდებს ბრალს. ნიკოლაი პატრუშევმა, უშიშროების საბჭოს მდივანმა ამის შესახებ განცხადება ონლაინ გამოცემა “Аргументы и Факты” - თან გააკეთა და დასძინა, რომ დაკავებული კრემლის მტერი პასუხს აგებს საკუთარ დანაშაულზე.

სტატია, ონლაინ გამოცემაში 26 იანვარს გამოქვეყნდა, სამი დღის შემდეგ, რაც ათიათასობით ადამიანმა, ნავალნის დაკავება და მთავრობაში ღრმადფესვებგადგმული კორუფცია გააპროტესტა.

ნაციონალისტი თუ ლიბერალი: ნავალნი რუსულ პოლიტიკაში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:23:04 0:00

არასანქცირებული მიტინგის ძალადობრივი დაშლის მიუხედავად, რომლის დროსაც ათასობით ადამიანი დააკავეს, ნავალნის თანაგულნდელები და მოკავშირეები, შაბათ-კვირას, მოსახლეობას კვლავ შეკრებისკენ მოუწოდებენ.

სასამართლო ნავალნის საქმეს 28 იანვარს განიხილავს.

ნავალნი 17 იანვარს, გერმანიიდან რუსეთში დაბრუნებისთანავე, პირობითი სასჯელის წესების დარღვევის ბრალდებით დააკავეს. ოპოზიციის ლიდერს მოსამართლემ 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. რუსული კანონმდებლობის მიხედვით, მას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ალექსეი ნავალნი გერმანიაში სამკურნალოდ მოწმავლის შემდეგ გადაიყვანეს. დასავლურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის ნერვული აგენტით, „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. ოპოზიციის ლიდერი მის მოწამვლაში ვლადიმირ პუტინს სდებს ბრალს. კრემლი ყველა ბრალდებას უარყოფს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG