მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ ამბობს, რომ რუსეთი მოლდოვის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ერევა. სანდუ გულისხმობს მოლდოვის რეგიონ, გაგაუზიაში დაგეგმილ არჩევნებს, სადაც, სანდუს თქმით, კანდიდატებიდან ბევრი რუსეთის აგენტია.
მიმდინარე კვირას, მოლდოვამ რუსეთის დელეგაციას ქვეყნის ნახევრად ავტონომიურ რეგიონ გაგაუზიაში შესვლა აუკრძალა. რეგიონი ძრითადად პრო-რუსულადაა განწყობილი და ის ხელმძღვანელს კვირას აირჩევს.
რუსეთის ფედერაციის დელეგაციას რუსტამ მინნიხანოვი, რუსეთის თათართა რეგიონის გუბერნატორი ხელმძღვანელობდა. მან სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ მოლდოვის დედაქალაქ კიშინოვში შესვლაზეც უარი განუცხადეს.
"ღია ჩარევასთან გვაქვს საქმე. ის გაგაუზიაში მიდიოდა, რომ ერთ-ერთი კანდიდატისთვის დაეჭირა მხარი არჩევნებში... სამწუხაროდ, კანდიდიატებიდან ბევრი რუსეთის აგენტია და არა პოლიტიკოსი, რომელსაც სურს, რომ გაგაუზიის ხალხს რაიმე კარგი გაუკეთოს",- თქვა მაია სანდუმ, მოდლოვის პრო-დასავლელმა პრეზიდენტმა.
ასევე ნახეთ: რუსეთმა მოლდოვიდან დიპლომატი გააძევა და ქვეყანაში შესვლა რამდენიმე მოლდოველ ოფიციალურ პირს აუკრძალამოსკოვი უარყოფს მოლდოვის შიდა საქმეებში ჩარევას. კრმელიდან სანდუს კომენტართან დაკავშირებით, დაუყოვნებელი პასუხი არ გაუციათ. თუმცა, კვირის დასაწყისში, სამშაბათს, რუსეთმა მოლდოველი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა და რამდენიმე მოლდოველ პოლიტიკოსს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
მოლდოვის პრეზიდენტი და მმართველი პარტია პრო-დასავლურად არიან განწყობილი. მაია სანდუმ 2020 წლის არჩევნებში პრო-რუსი კანდიდატი დამაარცხა და ქვეყანაში რეფორმების გატარება დაიწყო. გასულ წელს კი უკრაინასთან ერთად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო. მოლდოვა რუსეთ-უკრაიანის ომში რუსეთს მწვავედ აკრიტიკებს და კრემლს მოუწოდებს დაასრულოს სამხედრო აგრესია მეზობელ უკრაიანში.