დიდთოვლობას და ყინვას ამერიკაში 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ამერიკის ზოგიერთ შტატში, რეკორდულად დაბალი ტემპერატურა და დიდთოვლობა დაფიქსირდა. უკვე რამდენიმე დღეა, რაც მილიონობით ადამიანი თოვლისა და ყივნის გამო, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

დიდთოვლობამ, ყინულის წვიმამ და უკიდურესმა სიცივემ, მინიმუმ 20 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სამშაბათს, ჩრდილოეთ კაროლინაში ტორნადოს შემდეგ, სამი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. ოთხი ადამიანის სიცოცხლე კი ჰიუსტონში, სახლში გაჩენილმა ხანძარმა შეიწირია, ისინი ბუხართან გათბობას ცდილობდნენ. გარდა ამისა, გახშირდა ავტოავარიებისა და ნახშირჟანგით მოწამვლის შემთხვევები.

ამინდის გაუარესება, კორონავირუსთან ბრძოლის გეგმასაც უშლის ხელს. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ვაქცინების გაგზავნა-მიღების პროცესი, შეფერხდება.

ასევე ნახეთ: მიწისძვრებს დედამიწაზე შესაძლოა მზის აქტივობა იწვევდეს

ვითარება რთულია ჩიკაგოშიც. ქალაქში, 46-სანტიმეტრიანი თოვლის მოსვლის შემდეგ, სკოლები დაიხურა. ხოლო ტეხასში, ელექტორენერგიის მიწოდება შეუწყდა 4 მილიონზე მეტ აბონენტსა და ბიზნესს.

ქვეყანაში 2,700-ზე მეტი ფრენა გაუქმდა. ქალაქებში, სადაც ამინდის გამო ვითარება რთულია, სახლში დარჩენის ბრძანებაა გამოცემული.