ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში თალიბანის ქმედებები სამშვიდობო მოლაპარაკებებს რისკს უქმნის


თალიბანის მხრიდან ზამთრისთვის უჩვეულო სიხშირის საბრძოლო მოქმედებებმა, ავღანეთის მთავრობა აიძულა გაზაფხულზე ძალადობის მატებისთვის უფრო მეტად მოემზადონ. რეგიონის საერთაშორისო მოთამაშეები შიშობენ, რომ ეს ყოველივე ისედაც მყიფე სამშვიდობო პროცესს, კიდევ უფრო დიდ რისკებს შეუქმნის.

ვაშინგტონის მიერ ამერიკის ჯარის ნაწილების ავღანეთიდან გაყვანის თაობაზე ხელშეკრულების დადებიდან თითქმის ერთი წელი გავიდა. შეთანხმება ყველა მხარეს ძალადობის შემცირებისკენ მოუწოდებს. თუმცა სახეზეა თალიბანის თავდასხმების ესკალაცია, - ამბობს გენერალი სკოტ მილერი, შეერთებული შტატების ძალების მეთაური ნატოს წინამძღოლობით მიმდინარე მისიაში.

"თალიბანის მხრიდან ძალადობა ისტორიულ ნორმებზე გაცილებით მაღალია" - უთხრა მილერმა ახალი ამბების სააგენტო "როიტერს". მისი თქმით, ეს არ უწყობს ხელს დაგეგმილ "ისტორიულ გარდატეხას" ავღანეთში.

"ძალადობა თუ არ შემცირდა, ძალიან, ძალიან ძნელი იქნება სამშვიდობო პროცესის გაგრძელება. ნებისმიერი მხრიდან ძალიან გართულდება კომპრომისებზე წასვლა" - აღნიშნავს ამერიკელი გენერალი.

პარალელურად, დოჰაში მიმდინარე სამშვიდობო შეთანხმებები დიდწილად ჩიხშია შესული. თალიბანის ლიდერებმა ყატარი უკვე დატოვეს, რაც მოლაპარაკებების ჩაშლით საფრთხეს ქმნის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG