ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთი და თალიბანი შეთანხმების შესახებ აცხადებს


ავღანეთის მთავრობამ და თალიბანმა, სამშვიდობო მოლაპარაკებების გასაგრძელებლად, წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს. 19 წლიანი ომის განმავლობაში ეს არის მხარეებს შორის დადებული წერილობითი შეთანხმება, რომელსაც ვაშინგტონი და გაერო მიესალმება.

შეთანხმება მნიშვნელოვან მიღწევად მიიჩნევა, რადგან ის მხარეებს საშუალებას მისცემს მოლაპარაკებების არსებით საკითხებზე გადავიდნენ. მათ შორის, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებზე.

„პროცედურა დასრულდა, ამიერიდან მოლაპარაკებები კონკრეტული დღის წესრიგით წარიმართება“ - აცხადებს სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას ავღანეთის მთავრობის მხრიდან მომლაპარაკებელთა გუნდის წარმომადგენელი ნადერ ნადერი.

იმავეს ადასტურებს თალიბანის სპიკერი, ტვიტერზე გაკეთებულ განცხადებაში.

შეთანხმებას წინ უძღოდა თვეების განმავლობაში წარმართული მოლაპარაკებები, რომელი ყატარის დედაქალაქ დოჰაში იმართებოდა და მხარს უჭერდა აშშ.

ავღანეთის შერიგების საკითხებში, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ზალმაი ხალილზადი ახლადადებული შეთანხმების შესახებ საუბრობს.

„სამგვერდიანი ხელშეკრულება ასახავს წესებსა და პროცედურებს, პოლიტიკურ საგზაო რუკასა და ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებების შესახებ“ - განმარტავს ხალილზადი.

„ეს შეთანხმება ცხადყოფს, რომ მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ მწვავე საკითხებზე“ - ამბობს აშშ-ის წარმომადგენელი.

მოლაპარაკებების საწყის ეტაპზე, თალიბანმა უარი განაცხადა ცხეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე. მაშინ, დასავლეთის ქვეყნების მოწოდების მიუხედავად, თალიბანი აცხადებდა, რომ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე საუბრის დაწყება მხოლოდ მას შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი, რაც მოლაპარაკებების დღის წესრიგი ოფიციალურად განისაზღვრებოდა.

ავღანეთში, ორი მხარე კვლავ ომშია. თალიბების თავდასხმები სამთავრობო ძალებზე განუწყვეტლივგრძელდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG