შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნები ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება. მას შუალედური არჩევნები იმის გამო ქვია, რომ ის ოთხწლიანი საპრეზიდენტო ვადის შუაში - 2 წელში ერთხელ იმართება.
ამ არჩევნებზე ამერიკელები წარმომადგენელთა პალატის 435-ვე წევრს და სენატის ერთ მესამედს ირჩევენ. ისტორიულად, შუალედური არჩევნების მიმართ ინტერესი და მასთან ერთად, ამომრჩევლის ჩართულობა დაბალია. თუმცა, ამ არჩევნებს დიდი გავლენა აქვს იმაზე, თუ რა მიმართულებით გააგრძელებს კონგრესი მუშაობას მომდევნო ორი წლის განმავლობაში.
შუალედური არჩევნების განრიგი ამერიკის კონსტიტუციითაა განსაზღვრული, რომელიც ამბობს, რომ “წარმომადგენელთა პალატა უნდა შედგებოდეს წევრებისგან, რომლებსაც შტატების მოსახლეობა ორ წელიწადში ერთხელ აირჩევს.” (შეერთებული შტატების კონსტიტუცია, 1 მუხლი)
აი, რა უნდა ვიცოდეთ ამერიკის შუალედური არჩევნების ისტორიის შესახებ.
რეფერენდუმი პრეზიდენტის საქმიანობაზე
შუალედური არჩევნები ხშირად იმის კარგი ინდიკატორია, თუ რამდენად მოსწონს ამერიკას პრეზიდენტის საქმიანობა და მისი პოლიტიკის მიმართულება. პრეზიდენტების უმრავლესობა არჩევიდან ორ წელში ხშირად კარგავს პოპულარობას და მისი მხარდამჭერებიც უფრო ნაკლებად აქტიურობენ არჩევნების დროს. ოპოზიციური პარტია, კი როგორც წესი, უფრო მეტადაა ორგანიზებული შეუალედური არჩევნების დროს, რაც ისტორიულად, პრეზიდენტის პარტიის მიერ კონგრესში მანდატების დაკარგვის მიზეზი ხდება. ამერიკის სამოქალაქო ომის შემდეგ 1860-ანი წლებიდან დღემდე, პრეზიდენტის პარტიამ 39-დან 36 არჩევნებში კონგრესში ძალა დაკარგა.
რას ნიშნავს ეს რიცხვებში:
პრეზიდენტის პარტიის საშუალო დანაკარგი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ: წარმომადგენელთა პალატაში 26, სენატში 4 ადგილი
პრეზიდენტის პატრიის დანაკარგი, როცა პრეზიდენტის რეიტინგი 50 პროცენტს აღემატება: 14 ადგილი
საშუალო დანაკარგი, როცა პრეზიდენტის რეიტინგი 50 პროცენტზე დაბალია (1970 წლის შემდეგ) 33 ადგილი
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ორივე პარტიის ყველაზე მძიმე დანაკარგები:
დემოკრატებმა 2010 წელს პრეზიდენტ ბარაკ ობამას არჩევიდან 2 წელში წარმომადგენელთა პალატაში 63 ადგილი დაკარგეს, 1994 წელს კი ბილ კლინტონოს პრეზიდენტობის დროს 52.
2006 წელს რესპუბლიკელებმა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის დროს 30 ადგილი დაკარგეს, 1974 წელს კი პრეზიდენტ ჯერალდ ფორდის ადმინისტრაციის დროს 48.
ამომრჩევლის აქტიურობა:
საპრეზიდენტო არჩევნებში, ისტორულად, ამერიკელი ამომრჩევლის 60 პროცენტი მონაწილეობს. შუალედურ არჩევნებში ამომრჩევლის ჩართლობა 40 პროცენტამდე მცირდება.
2014 წელს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩევლის 36.4 პროცენტმა მიიღო, რაც 1942 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
2016 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მისაცემად ამომრჩევლის 58.1 მივიდა.
წყაროები: ამერიკის საპრეზიდენტო პროექტი, გალოპის გამოკითხვები, ვირჯინიის უნივერსიტეტის პოლიტიკის ცენტრი