ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოჰაიოს სპეციალურ არჩევნებში გამარჯვებული 10 დღეში გამოცხადდება


ოჰაიოს შტატში სამშაბათს წარმომადგენელთა პალატის საგანგებო არჩევნები გაიმართა. რესპუბლიკელი და დემოკრატი კანდიდატების მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობა იმდენად ახლოს იყო ერთმანეთთან, რომ არჩევნების შედეგის გამოცხადება არ მოხდა, რადგან ხმები ხელახლა უნდა დაითვალოს.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ოჰაიოს არჩევნებმა შეიძლება წარმოდგენა შეგვიქმნას იმაზე, თუ როგორ ჩაივლის ნოემბრის შუალედური არჩევნები.

რესპუბლიკელი ტროი ბალდერსონი დემოკრატ დენი კონორს 1700 ხმით უსწრებს. შტატის ინფორმაციით, დაახლოებით 5000 ხმა ადამიანებმა ფოსტით ან წინასწარ მისცეს. ოჰაიოს საარჩევნო კანონიდან გამომდინარე, ამ ხმების დათვლა არჩევნებიდან მხოლოდ 11 დღის შემდეგ შეიძლება.

გამარჯვებული კანდიდატი ნოემბრის არჩევნებში კიდევ ერთხელ იყრის კენჭს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG