დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის ჰელსინკიში პირისპირ შეხვედრას მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელოდა. თუმცა შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე გაკეთებული კომენტარი იმის შესახებ, რომ ტრამპს პუტინის სიტყვების უფრო სჯერა, ვიდრე საკუთარი დაზვერვის სამსახურების, ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ტრამპის ამ განცხადებას პოლიტიკური სპექტრის თითქმის ყველა პოზიციიდან კრიტიკა მოჰყვა.
მოგვიანებით, დონალდ ტრამპმა ვითარების განმუხტვა სცადა და კიდევ ერთი - ასევე ყველასთვის მოულოდნელი განცხადება - ახლა უკვე თეთრი სახლიდან გააკეთა. მის განმარტებასაც კრიტიკა მოჰყვა., რადგან პრეზიდენტმა თქვა, რომ „სრულიად საპირისპირო რამის თქმა სურდა. ამ ფონზე, რესპუბლიკელი კანონმდებლები საჭიროდ თვლიან, აქტიურად გააფრთხილონ რუსეთი, არ გაბედოს წლევანდელ, კონგრესის შუალედურ არჩევნებში ჩარევა.
“მან მითხრა, რომ ეს არ იყო რუსეთი, მე ვიტყოდი - ვერ ვხედავ მიზეზს რატომ უნდა ყოფილიყო ის”, - თქვა პრეზიდენტმა ჰელსინკიში პრეს-კონფერენციაზე. მოგვიანებით კი განმარტა: “წინადადება ასე უნდა მეთქვა: „არ ვიცი რატომ არ უნდა ყოფილიყო ეს რუსეთი“.
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პუტინი არის დაუნდობელი ლიდერი, რომელიც ცდილობს ყველა ალიანსის დაშლასა და დემოკრატიის განადგურებას. მთელი მსოფლიო უყურებს მას და აშკარაა, რომ ამერიკის პრეზიდენტი ახლა საკუთარი ნებით გახდა მისი “თანამზრახველი"ელიოტ ენჯელი, დემოკრატი კონგრესმენი
ვითარებამ, როდესაც პრეზიდენტი საკუთარი დაზვერვის სამსახურების განცხადებებს ეწინააღმდეგება, რესპუბლიკელები აიძულა, კიდევ ერთხელ, თავად გაეფრთხილებინათ რუსეთი, არ გაიმეოროს იგივე წლევანდელ არჩევნებზე.
„ვფიქრობ, რუსებმა უნდა იცოდნენ, რომ ბევრნი ვართ ისეთები, ვისაც გვესმის, რა მოხდა 2016 წელს და სჯობს ეს წელს აღარ განმეორდეს”, - ამბობს სენატის უმრავლესობის ლიდერი, მიჩ მაკკონელი
წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი კი ამბობს, რომ ესმის და გონივრულად მიაცნია კარგი ურთიერთობების სურვილი და საჭიროება, მაგრამ „რუსეთის მთავრობა სახიფათოა და ის არ იზიარებს ჩვენს ინტერესებსა და ღირებულებებს.”
რესპუბლიკელი ლიდერების უმეტესობა დონალდ ტრამპს ღიად არ აკრიტიკებს. თუმცა ზოგიერთი თანაგუნდელი ნამდვილად შეშფოთებულია პრეზიდენტის კომენტარების საერთაშორისო გავლენით. მათ შორისაა რესპუბლიკელი კონგრესმენი რაიან კოსტელო.
„ვფიქრობ ეს ჩვენს მორალურ ავტორიტეტს უთხრის ძირს. ეს იყო ნამდვილი დარტყმა ჩვენს სუვერენიტეტზე”, - ამბობს ის.
ამ შეხედულებას ორივე პარტიის წევრები იზიარებენ. დემოკრატი კონგრესმენი ელიოტ ენჯელი ამბობს, რომ სამწუხაროა პრეზიდენტ ტრამპისა და პუტინის ერთ კონტექსტში განხილვა.
“ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პუტინი არის დაუნდობელი ლიდერი, რომელიც ცდილობს ყველა ალიანსის დაშლასა და დემოკრატიის განადგურებას. მთელი მსოფლიო უყურებს მას და აშკარაა, რომ ამერიკის პრეზიდენტი ახლა საკუთარი ნებით გახდა მისი “თანამზრახველი”, - ამბობს ენჯელი.
ახლა კონგრესის და იმ რესპუბლიკელების დროა, რომლებიც მას მართავენ. ეს გულისხმობს ჩვენი დემოკრატიის დაცვას ისეთი კანონმდებლობით, რომელიც თავის მხრივ დაიცავს რობერტ მალერის სპეციალურ გამოძიებას პრეზიდენტის შემდგომი თავდასხმებისგან. მეორე მხრივ კი ისეთი კანონმდებლობა, რომელიც ჩვენს საარცევნო ინფრასტრუქტურას კიდევ ერთი კიბერთავდასხმისგან დაიცავსტერი სეუელი, დემოკრატი კონგრესმენი
მაგრამ ზოგიერთი რესპუბლიკელი მიიჩნევს, რომ იმის დამტკიცებაც კი, რომ რუსეთი არჩევნებში ჩაერია, ამ პროცესში აუცილებლად პრეზიდენტ ტრამპის ჩართულობას არ გულისხმობს და საჭიროა, რომ ეს დონალდ ტრამპის მსგავსად სხვებმაც განასხვაონ.
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ ტრამპის საქმიანობას რესპუბლიკელთა 90 % დადებითად აფასებს, მისი რეიტინგი მაინც მნიშვნელოვანი საკითხი იქნება, რადგან ბევრ რესპუბლიკელს წელს რთული შუალედური არჩევნები ელოდება. დემოკრატები კი მათგან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ.
„ახლა კონგრესის და იმ რესპუბლიკელების დროა, რომლებიც მას მართავენ. ეს გულისხმობს ჩვენი დემოკრატიის დაცვას ისეთი კანონმდებლობით, რომელიც თავის მხრივ დაიცავს რობერტ მალერის სპეციალურ გამოძიებას პრეზიდენტის შემდგომი თავდასხმებისგან. მეორე მხრივ კი ისეთი კანონმდებლობა, რომელიც ჩვენს საარცევნო ინფრასტრუქტურას კიდევ ერთი კიბერთავდასხმისგან დაიცავს”, -ამბობს ტერი სეუელი, დემოკრატების წარმომადგენელი კონგრესში.
ამ დროისთვის, როგორც ჩანს რესპუბლიკელები სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს დაბარებას აპირებენ. ისინი მას რუსეთის მიერ ამერიკის პოლიტიკაში ჩარევის შესახებ დაუსვამენ შეკითხვებს.
თუმცა "რატომ უნდა" ან "არ უნდა ყოფილიყო ეს რუსეთი" - არ იყო ერთადერთი წინააღმდეგობრივი კომენტარი, რომელიც გასულ კვირას პრეზიდენტმა გააკეთა. თეთრ სახლში მას კითხვა დაუსვეს, როგორ ფიქრობს, არის თუ არა ამერიკა კვლავ რუსეთის სამიზნე, რაზეც მან უპასუხა "არა", შემდეგ კი განაგრძო საუბარი იმაზე, რომ ვლადიმირ პუტინთან წარმატებული შეხვედრა ჰქონდა. მოგვიანებით თეთრი სახლის პრესსპიკერს ამ პასუხის განმარტებაც მოუხდა და სარა ჰაკაბი სანდერმა თქვა, რომ პრეზიდენტმა ეს "სხვა კითხვაზე პასუხად თქვა".
ამერიკის დაზვერვის სააგენტოს დირექტორმა დენ ქოუთსმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან კიბერთავდასხმის შესახებ საგანგაშო სიგნალები არსებობს. მისი თქმით, თავდასხმის სამიზნე ამერიკის მთელი ციფრული ინსფრასტრუქტურაა, მიზანი კი - ამერიკის დემოკრატიის შესუსტება.
ამავე მოვლენების ფონზე, გასულ კვირას ვაშინგტონში 29 წლის მარინა ბუტინა დააკავეს. გამოძიების ფედერალური ბიურო მას აღწერს, როგორც „რუსეთის ფარულ აგენტს“, რომელიც მოსკოვს ამერიკაში გავლენის მოპოვებაში ეხმარებოდა.
შეერთებული შტატების ფედერალურმა მოსამართლემ რუსეთის აგენტობაში ბრალდებულ მარია ბუტინას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდების მხარემ სასამართლოზე მტკიცებულებები წარადგინა, რომლითაც პროკურატურა ბუტინას რუსეთთან კავშირებს ადასტურებს. 29 წლის ბუტინა ცნობილი რუსი მაღალჩინოსნის ასისტენტი იყო, ჯაშუშობას ის არ აღიარებს. ბრალდების მიხედვით, ის წლების განმავლობაში ამერიკულ პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად მუშაობდა და საამისოდ, კავშირებს ამყარებდა გავლენიან რელიგიურ და პოლიტიკურ ორგანიზაციებთან. ბრალდებებს „უსაფუძვლოს“ უწოდეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
Facebook Forum