გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დღეს ოფიციალური ვიზიტით ბელგრადში, სერბეთში ჩავა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მერკელი პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების, ასევე ევროკავშირის ინტეგრაციის პროცესის განხილვას აპირებს სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან.
ბალკანეთის ტურის ფარგლებში, მომდევნო დღეს, 14 სექტემბერს მერკელი ალბანეთში ჩადის, სადაც დაგეგმილია სერბეთისა და ბალკანეთის 6 სხვა ქვეყნის - ალბანეთის, ბოსნია-ჰერცოგოვინის, კოსოვოს, მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერების შეხვედრა გერმანიის კანცლერთან.
ასევე ნახეთ: რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დაკავებული გერმანელის სასამართლო პროცესი დაიწყოგერმანიის მთავრობის სპიკერის, მარტინა ფიეტზის, თქმით, "ორმხრივ მოლაპარაკებებთან ერთად, საუბარი იქნება მნიშვნელოვან საკითხზე - რეგიონულ თანამშრომლობაზეც".
ეს მერკელის, როგორც გერმანიის კანცლერის, ერთ-ერთი ბოლო ოფიციალური ვიზიტი იქნება. 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ანგელა მერკელი თანამდებობას ტოვებს. გერმანიის კანცლერის არჩევნები თვის ბოლოს, 26 სექტემბერსაა დანიშნული.