ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი ჩინეთის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა


ხუთშაბათს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩინეთის პრეზიდენტ სინ ძი პინს ესაუბრა. ამერიკელი მხარე გაწბილებულია იმის გამო, რომ ბაიდენის პრეზიდენტობის დასაწყისში, ორი ლიდერის მთავარ თანაშემწეებს შორის მაღალ დონეზე თანამშრომლობა მეტწილად უშედეგო იყო.

სატელეფონო საუბარი ამერიკის პრეზიდენტის ინიციატივით შედგა. ბაიდენის მიერ თანამდებობის დაკავების შემდეგ ეს მეორე საუბარი იყო, რომელიც იმ დროს გაიმართა, როდესაც ორ ქვეყანას შორის მწვავე საკითხების ნაკლებობა არ არსებობს. ამ საკითხებს შორისაა: კიბერ-უსაფრთხოების დარღვევები, რომელიც ჩინეთიდან მომდინარეობს; პეკინის მიერ პანდემიის მართვა და ჩინური სავაჭრო პრაქტიკა, რომელსაც თეთრმა სახლმა “იძულებითი და არასამართლიანი” უწოდა.

თუმცა, 90-წუთიანი საუბრის დროს, ბაიდენმა ამ მწვავე საკითხებს ნაკლები ყურადღება მიაქცია და სანაცვლოდ ყურადღება გაამახვილა იმაზე მსჯელობაზე, თუ როგორი უნდა იყოს ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობა მას შემდეგ, რაც მისი პრეზიდენტობის დასაწყისიდან ეს ურთიერთობა საკმაოდ რთული იყო.

თეთრი სახლი იმედოვნებს, რომ მზარდი უთანხმოების მიუხედავად, ორ მხარეს საერთო ინტერესების სფეროში, მათ შორის კლიმატის ცვლილების და კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული კრიზისის თავიდან აცილების საკითხებზე ერთობლივი მუშაობა შეუძლია.

პეკინმა შეერთებული შტატების წნეხს წინააღმდეგობა გაუწია და სულ უფრო მეტად მიანიშნებს, რომ შესაძლოა თანამშრომლობაზე უარის თქმის პოზიციაზე დარჩეს მანამდე, სანამ ბაიდენი არ შეამცირებს კრიტიკას იმ საკითხებზე, რასაც ჩინეთი თავის საშინაო საქმეებად მიიჩნევს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG