მოსკოვი „მაგნიტსკის აქტის“ სიის გამოქვეყნებას ეწინააღმდეგბა

ჩინოვნიკების სია შეერთებული შტატების სენატის მიერ მიღებული მაგნიტსკის აქტის ნაწილია
მოსკოვმა ვაშინგტონს მოუწოდა არ გამოაქვეყნოს იმ რუსი ჩინოსნების სახელები, რომელთაც შეერთებული შტატები ადამიანთა უფლებების დარღვევაში სდებს ბრალს. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ამ სიის გამოქვეყნება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას დაძაბავს. აღნიშნული ჩინოვნიკების სია სენატის მიერ მიღებული მაგნიტსკის აქტის ნაწილია. სერგეი მაგნიტსკი რუსი იურისტი იყო, რომელიც 2008 წელს გადასახადების დამალვის გამო დაპაატიმრეს და ციხეში გარდაიცვალა. მანამდე, მაგნიტსკიმ რუსი ჩინოვნიკების მიერ გადასახადების დამალვის სქემა გაშიფრა.